ძიუდო

17:28 | 26.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟები სამეულს მიუახლოვდნენ

ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლები ვაჟთა ორ წონით კატეგორიაში თამაშდება და საქართველოს ნაკრების წევრებს კვარცხლბეკს ორივეში თითო გამარჯვება აშორებთ.
პავლე ქავთარაძე (66 კგ) და თამაზ ონიანი (73 კგ) მესამე ადგილებისთვის იჭიდავებენ. დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებშიც გამოვლინდებიან - 52, 57 და 63 კილოგრამებში. საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი მხოლოდ 52-ში ჰყავდა. მარიამ ციხელაშვილი პირველსავე წრეში დამარცხდა, უნგრელ კატინკა სზაბოსთან.
გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება. ქავთარაძე რეპეშაჟის ფინალში იტალიელ გაბრიელო მელეგარის დაუპირისპირდება. ონიანი – პორტუგალიელ ნუნო სარაივას.

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16376