ჭადრაკი

14:41 | 5.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟები გოგონებს სჯობნიან

საბერძნეთის ქალაქ კავალაში გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც ოთხი ქართველი მონაწილე – დავით ჯოჯუა (2530), ლუკა პაიჭაძე (2467), სალომე მელია (2442) და ლელა ჯავახიშვილი (2469) ჰყავს.
ტურნირზე 6 ტური მიილია და ჯერჯერობით, უკეთ ქართველი ვაჟები ასპარეზობენ. ჯოჯუამა და პაიჭაძემ 4-4 ქულა მოაგროვეს და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე ადგილებზე იმყოფებიან.
3.5 ქულით 34-ე საფეხურზეა მელია, ხოლო ჯავახიშვილს 3.0 ქულით 94 მოჭადრაკეს შორის 50-ე პოზიცია უკავია.
გასული დღეების შემდეგ, ტურნირის სათავეში, 5-5 ქულით ინდოელი ბაკრე (2509), რუსი რიჩაგოვი (2538), სომეხი ანდრიასიანი (2588) და უკრაინელი ტუხაევი (2518) იმყოფებიან.
მე-7 ტურში ოთხივე ქართველი თეთრი ფიგურებით ითამაშებს. პაიჭაძე რუს იაკოვიჩს (2570) დაუპირისპირდება, ჯოჯუა – ინდოელ ვიშნუს (2341), მელია – უკრაინელ ზინჩენკოს (2544), ხოლო ჯავახიშვილი – ბერძენ მაკროპულოს (2231). 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169788