ჭადრაკი

1:32 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები ლიდერთა შვიდეულშია!

41-ე საჭადრაკო ოლიმპიადის 5 ტურის თავზე, ვაჟთა ტურნირში 9 ქულით 7 ნაკრები დაწინაურდა და სასიხარულოა, რომ მათ შორის საქართველოც იმყოფება.

ქართველმა მოჭადრაკეებმა ამჯერად ბელგია დაამარცხეს – 3:1. ბაადურ ჯობავამ (2713) ლუკ ვინანტსს (2545) სძლია, გაიოზ ნიგალიძემ (2542) შტეფან დოქსს (2491) მოუგო, მიხეილ მჭედლიშვილი (2618) და ლევან ფანცულაია (2581) კი, შესაბამისად, ბარტ მიჩიელსს (2535) და ტანგაი რინგოირს (2508) დაუზავდნენ.

დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს ვაჟთა გუნდს მე-7 ადგილი უკავია, წინ კი აზერბაიჯანი, სერბეთი, ყაზახეთი, ბულგარეთი, კუბა და უზბეკეთი არიან.

მე-6 ტურში, რომელიც 8 აგვისტოს შედგება, ქართველი მოჭადრაკეები აზერბაიჯანს ეთამაშებიან. საინტერესო იქნება სერბეთი-ბულგარეთის, კუბა-ყაზახეთის და უზბეკეთი-რუსეთის პაექრობებიც.

ოლიმპიადის სტარტზე ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებას ვეღარ ახერხებს საქართველოს ქალთა ნაკრები. ჩვენი გუნდი ჯერ ჯერ ჰოლანდიას დაუზავდა, გასულ ტურში კი პრინციპულ მეტოქე რუსეთთან 1.5:2.5 წააგო და 7.0 ქულით ერთბაშად მე-19 პოზიციამდე დაქვეითდა.

გასულ დაპირისპირებაში გადამწყვეტი ვალენტინა გუნინას (2524) გამარჯვება გამოდგა ბელა ხოტენაშვილთან (2494), დანარჩენი 3 პარტია კი ყაიმით დასრულდა. ნანა ძაგნიძე (2550) გარუსებულ უკრაინელ კატერინა ლაჰნოს (2540) დაუზავდა, ლელა ჯავახიშვილი (2478) – ალექსანდრა კოსტენიუკს (2531), ხოლო სალომე მელია (2475) – ნატალია პოგონინას (2479).

10-10 ქულით ჩინეთი, უნგრეთი და რუსეთ ლიდერობენ, რომელთაც ქულით ჩამორჩებიან ჰოლანდია, პოლონეთი და სერბეთი.

მომდევნო ტურში საქართველოს ნაკრები ლატვიას ეთამაშება, ჩინეთი – უნგრეთს, სერბეთი – რუსეთს, ჰოლანდია კი – პოლონეთს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061408