ფეხბურთი

21:02 | 9.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

უხვგოლიანი დასაწყისი

საქართველოს 26-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საწყისი ტურის პირველი სათამაშო დღე უხვგოლიანი გამოდგა. დასრულდა მეოთხე მატჩიც, რომელშიც "ზესტაფონმა" დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხა ლანჩხუთის "გურია". 

ჩემპიონატის პირველი გოლი რუსთაველმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა ბათუმის "დინამოსთან" თამაშის მე-6 წუთზე. სტუმარმა ბათუმელებმა მალევე გაათანაბრეს, მაგრამ რუსთაველებმა მაინც იძალეს და დაჩი ცნობილაძის გოლით გაიმარჯვეს.

დებიუტანტმა “შუქურამ” ქობულეთში “ზუგდიდს” მოუგო, ხოლო ქუთაისის “ტორპედომ" ლანჩხუთში ფოთის “კოლხეთი” გაანადგურა.  

შუქურა (ქობულეთი) – ზუგდიდი 2:1 (1:0)

გოლი: 1:0 ზვიად მეტრეველი (24), 1:1 შოთა ლომია (46), 2:1 გიორგი ჩელებაძე (59, პენალტით)

გაძევება: დავით ლომაია (55, ორი ყვითელი)

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (ბათუმი) 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ირაკლი სიხარულიძე (6), 1:1 თეიმურაზ შონია (8), 2:1 დაჩი ცნობილაძე (66)

 

კოლხეთი (ფოთი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:3 (0:1)

გოლი: 0:1 ნიკა კვასხვაძე (10), 0:2 ოთარ კვერნაძე (56), 0:3 თენგიზ ჩიკვილაძე (70)

 

ზესტაფონი – გურია (ლანჩხუთი) 6:0

გოლები: 1:0 ჯაბა დვალი (7), 2:0 თეიმურაზ ღონღაძე (24), 3:0 გიორგი ფანცულაია (27), 4:0 ჯაბა დვალი (73), 5:0 თედორე გრიგალაშვილი (76), 6:0 ლაშა გვალია (81)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176581