ფეხბურთი

1:02 | 7.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაიმ ესპანეთი გამოაგდო და ფავორიტად საფრანგეთი აქცია

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი, ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებში თურქეთში მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა. ხულენ ლოპეტეგის შეგირდების დამარცხება ურუგვაელებმა მოახერხეს, რომლებმაც მეტოქეს პირველ დამატებით ტაიმში გატანილი გოლის წყალობით ძლიეს.

ურუგვაისა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებების დაპირისპირების პირველი ნახევარი სანახაობრივი გამოდგა, მეორე - ნაკლებად. მათ საერთო ის ჰქონდათ, რომ გოლი არცერთ ტაიმში არ გასულა. თამაშის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეპიზოდი 98-ე წუთზე მოედანზე ფელიპე ავენატის შესვლა იყო. ხუთ წუთში, მან კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი კარგად დაუხვედრა და ურუგვაი ნახევარფინალში გაიყვანა.

ესპანეთის გავარდნის შემდეგ, ახალგაზრდული ჩემპიონატის მოგების უმთავრეს კანდიდატად საფრანგეთი იქცა, რომელმაც უზბეკეთი, როგორც მოსალოდნელი იყო, იოლად დაამარცხა. ევროპელებმა მეტოქეს პირველ ტაიმში 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს, ხოლო შესვენების შემდეგ ერთი გოლი იკმარეს.

დანარჩენი მეოთხედფინალები ხვალ გაიმართება. ერაყი და სამხრთ კორეა ურუგვაის მეტოქის ვინაობას გაარკვევენ, ხოლო განასა და ჩილეს შორის საუკეთესო საფრანგეთს დაუპირისპირდება.

 

საფრანგეთი-უზბეკეთი 4:0 (3:0)

რიზე, “იენი რიზე შეჰირი” 2057

საფრანგეთი (4-3-3): არეოლა, ფოლკიე, ზუმა, უმტიტი, დინე (პოლომატი 78), პოგბა, კონდოგბია (ნ’გადო 62), ვერეტო, სანოგო, ბაებეკი (ბოზეტი 69), ტოვინი.

მწვრთნელი: პიერ მანკოვსკი.

უზბეკეთი (3-2-3-2): ამანოვი, შამშიტდინოვი, ფომინი, აბდულაევი, კოზაკი, საბირხოჯაევი (კაპაძე 65), მახსტალიევი, ტურაპოვი (მაშარიპოვი 59), უბაიდულაევი, იუსუპოვი (ურიბნოევი 59), სერგეევი.

მწვრთნელი: ახმაჯან მუსაევი.

გოლები: 1:0 სანოგო (31), 2:0 პოგბა (35, პენ), 3:0 ტოვინი (43, პენ), 4:0 ზუმა (64).

გაფრთხილებები: ფომინი 14, შამშიტდინოვი 34, საბირხოჯაევი 51, კოზაკი 65.

გაძევება: შამშიტდინოვი 68.

მსაჯი: სანდრო მეირა რიკი (ბრაზილია).

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 28 (15)-4 (3), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-11, ჯარიმა: 13-16.

 

ურუგვაი-ესპანეთი 0:0 (დ.დ. 1:0)

ბურსა, “ათათურქი” 7035

ურუგვაი (4-3-2-1): რაველო, სილვა, ვარელა (ველასკესი 109), პაისი, კრისტოფორო (ავენატი 98), დე არასკაეტა, ლოპეს ალონსო, ლაჩალტი, ასევედო (როლანი 78), როდრიგესი, ვარგასი.

მწვრთნელი: ხუან ვერსერი.

ესპანეთი (4-3-3): სოტრესი (იანესი 91), მანკილიო, ოსედე, პუერტო, კამპანია (პაკო ალკასერი 69), ხესუსი, ტორესი, ბერნატი, საული, ხესე, დეულოფეუ (სუარესი 87).

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი.

გოლი: 1:0 ავენატი (103).

გაფრთხილებები: ხიმენესი 115 - საული 89.

მსაჯი: რობერტო გარსია ოროსკო (მექსიკა).

ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 16 (8)-18 (8), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 3-0, სეივი: 8-7, ჯარიმა: 10-12.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12562