საბერძნეთის ქალაქ ჰალკიდიკში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდა მოჭადრაკეთა შორის, ქართულმა დელეგაციამ უხეიროდ იასპარეზა. გოგონებსა და ვაჟთა შორის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში მოთამაშე 17 ქართველიდან საპრიზო სამეულში მოხვედრა ვერცერთმა მოახერხა.
მედლებთან ყველაზე ახლოს სამი ქართველი გოგონა გახლდათ. 16-წლამდელთა ჩემპიონატში მოასპარეზე მერი არაბიძემა (2288) და მარიამ დანელიამ (2213) 11 ტურში 8-8 ქულა მოაგროვეს და მეოთხე-მეხუთე ადგილები გაიყვეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში არაბიძემ ვიეტნამელ ნგუიენთან (2258) წააგო და მას ვერცხლის მედლის მოპოვების საშუალება მისცა, არადა, გამარჯვების შემთხვევაში, მერი ჩემპიონი ხდებოდა.
საპრიზო სამეულამდე ნახევარი ქულა დააკლდა ქეთი წაწალაშვილსაც (2266), რომელიც ბოლო ტურის წინ მე-3 ადგილზე გახლდათ, თუმცა, თეთრებით პერუელ კორისთან (2368) დამარცხდა 7.5 ქულით მე-7 ადგილამდე დაქვეითდა.
ქართველ მოჭადრაკეთა საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება:
8-წლამდელთა ტურნირი
ბიჭები
11. ლუკა ობოლაძე – 7.5 ქულა
გოგონები
15. თამარ ესაძე – 7.0
10-წლამდელთა ტურნირი
ბიჭები
38. ირაკლი ახვლედიანი – 6.5
გოგონები
17. ნატა ჯიბუტი – 7.0
12-წლამდელთა ტურნირი
ბიჭები
29. ნიკა ღვამბერია (1752) – 7.0
გოგონები
25. ნინო ხომერიკი (1812) – 6.5
94. მარიამ ჯავახიშვილი (1550) – 4.0
14-წლამდელთა ტურნირი
ბიჭები
20. ირაკლი ბერაძე (2242) – 7.0
გოგონები
21. ანა შამათავა (1922) – 6.5
16-წლამდელთა ტურნირი
ბიჭები
28. ნიკა ვოლკოვი (2159) – 6.5
გოგონები
4. მერი არაბიძე (2288) – 8.0
5. მარიამ დანელია (2213) – 8.0
17. ნათია ჯალაბაძე (2043) – 7.0
31. ნანი უნაფქოშვილი (1974) – 6.5
18-წლამდელთა ტურნირი
ბიჭები
53. გიორგი ნიკოლაიშვილი (2294) – 5.5
86. ბექა ფიფია (1993) – 4.5
გოგონები
7. ქეთი წაწალაშვილი (2266) – 7.5







