თბილისის "დინამოს" თურქულ შეკრებაზე 33 წლის უკრაინელი გამოცდილი ცენტრალური მცველი ბოგდან შერშუნი შეუერთდა, რომელმაც გუნდთან ერთად დღეს დილით პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. იგი დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" აღზრდილია. შერშუნი რუსეთის ცსკა-ს შემადგენლობაში უეფას თასის მფლობელი და რუსეთის ორგზის ჩემპიონია. გამოდიოდა ასევე უკრაინულ გუნდებში "დნიპროში", კიევის "არსენალში", "კრივბასში". რამდენიმე შეხვედრა უკრაინის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული. მისი ბოლო გუნდი კი ლუცკის "ვოლინი" გახლდათ.
თურქულ შეკრებაზე დინამოელებს დღესაც ორჯერადი ვარჯიში აქვთ. დილით 45 წუთის განმავლობაში გუნდი სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობდა, შემდეგ კი ფეხბურთელებმა 45 წუთი საფეხბურთო მოედანზე დაჰყვეს, სადაც აქცნეტი ძალასა და გამძლეობაზე, ბურთთან ერთად მუშაობაზე გაკეთდა. გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა ჩისკო მუნიოსმა, რომელიც თურქეთში გუშინ საღამოს ჩავიდა. დღეს დილით გუნდს გიორგი პაპუნაშვილიც შეუერთდა, რომელიც პირველ ვარჯიშს საღამოს ჩაატარებს.
www.fcdinamo.ge







