ფეხბურთი

4:10 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“უიგანი” ევროტურნირის დასაგემოვნებლად ემზადება

იმ დროს, როდესაც ევროპის ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, ლონდონის “ჩელსის”, ჩემპიონთა ლიგაზე სენსაციური მარცხი ჯერ ვერ მოუნელებია, სტარტს თავად ეს ტურნირი აიღებს. დღეს, ევროპის 24 ქალაქში, ერთმანეთს ის 48 გუნდი დაუპირისპირდება, რომლებიც ევროპის პრესტიჟით მე-2 საკლუბო ტურნირზე წარმატებისთვის ბრძოლას აპირებენ.

გათამაშების მთავად ფავორიტად “ტოტენჰემი” უნდა ჩავთვალოთ. ლონდონელებმა გარეთ ბეილი კი გაყიდეს, მაგრამ არაერთი კარგი ფეხბურთელი დაიმატეს და ანდრე ვილაშ-ბოაშის განკარგულებაში ძლიერი კოლექტივია. დღეს, “ტოტენჰემი” ნორვეგიულ “ტრომსოს” უმასპინძლებს.

კიდევ ერთი ინგლისური გუნდი, “უიგან ატლეტიკი” ერთადერთია, რომელიც ევროტურნირის თამაშში მონაწილეობას ისტორიაში პირველად მიიღებს. ამჟამად ინგლისის ჩემპიონლიგაში მოთამაშე გუნდმა ევროპის ლიგის საგზური ქვეყნის თასის მოგებით მოიპოვა. “უიგანი” პირველ მატჩს ბელგიაში, “ზულტეს” წინააღმდეგ ჩაატარებს.

“ტოტენჰემის” მსგავსად, ფავორიტთა შორის შედის “ფიორენტინა”. ფლორენციელები, რომლებმაც მიმდინარე გათამაშება კარგად დაიწყეს, პორტუგალიურ “პაკოშ ფერეირას” უმასპინძლებენ.

საინტერესო მატჩს უნდა ველოდეთ სევილიაში გასამართი დაპრისპირებისგან. “ლიონი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა ესპანურმა “სოსიედადმა” დატოვა და ფრანგებს რევანშის მე-2 ესპანურ გუნდზე, “ბეტისზე” აღების შანსი აქვს.

ესპანეთში კიდევ ერთი თამაში გაიმართება. “ვალენსია”, რომელსაც შიდა ჩემპიონატში ბოლო 3 თამაში წაგებული აქვს, ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე უელსურ გუნდს, “სუონსის” დაუხვდება.

 

A ჯგუფი

ვალენსია-სუონსი

მსაჯი: სერჟ გუმიენი (ბელგია)

 

სენტ გალენი-ყუბანი

მსაჯი: პაველ ჟილი (პოლონეთი)

 

B ჯგუფი

პსვ-ლუდოგორეცი

მსაჯი: ივან კრუზლიაკი (სლოვაკეთი)

 

დინამო ზ-ჩერნომორეცი

მსაჯი: ჰუსეინ გიოჩექი (თურქეთი)

 

 

C ჯგუფი

ზალცბურგი-ელფსბორგი

მსაჯი: ლეონტიოს ტრატუ (კვიპროსი)

 

სტანდარდი-ესბიერგი

მსაჯი: გედიმინას მაზეიკა (ლიტვა)

 

 

D ჯგუფი

ზულტე-უიგანი

მსაჯი: მარსინ ბორსკი (პოლონეთი)

 

მარიბორი-რუბინი

მსაჯი: პონ ვან ბოეკელი (ჰოლანდია)

 

 

E ჯგუფი

ფიორენტინა-პაკოშ ფერეირა

მსაჯი: კევინ ბლომი (ჰოლანდია)

 

პანდური-დნიპრო

მსაჯი: საშა კევერი (შვეიცარია)

 

 

F ჯგუფი

აინტრახტი-ბორდო

ურთიერთშეხვედრები: 1 თამაში, “ბორდოს” ერთი მოგება

მსაჯი: ანდრე მარინერი (ინგლისი)

 

მაკაბი თ-აპოელი

ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 1 ფრე, აპოელს ერთი მოგება

მსაჯი: კარლოს გომესი (ესპანეთი)

 

 

G ჯგუფი

დინამო კ-გენკი

მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

 

თუნი-რაპიდი

მსაჯი: ანასტასიოს კაკოსი (საბერძნეთი)

 

 

H ჯგუფი

ეშტორილი-სევილია

მსაჯი: ალონ იეფეთი (ისრაელი)

 

ფრაიბურგი-ლიბერეცი

მსაჯი: კრისტიან ბალაი (რუმინეთი)

 

 

I ჯგუფი

ბეტისი-ლიონი

მსაჯი: სტეფან იოჰანესონი (შვედეთი)

 

გიმარაეში-რიეკა

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბულგარეთი)

 

 

J ჯგუფი

ლაციო-ლეგია

მსაჯი: კრისტიან იაკობსენი (ისლანდია)

 

აპოლონი-ტრაბზონსფორი

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი)

 

 

K ჯგუფი

ტოტენჰემი-ტრომსო

მსაჯი: ლიბორ კოვარიკი (ჩეხეთი)

 

შერიფი-ანჟი

მსაჯი: ალან კელი (ირლანდია)

 

L ჯგუფი

მაკაბი ჰ-ალკმაარი

მსაჯი: რობერტ შიორგენჰოფერი (ავსტრია)

 

პაოკ-შახტარი ყ.

მსაჯი: ფრედი გოტრე (საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116882