თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა, ჩეხური საფეხბურთო კლუბის “პლზენის” მხრიდან მასთან ოფიციალური კონტაქტი უარყო.
პარასკევს, ჩეხურმა გამოცემამ sport.aktualne.centrum.cz-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “დინამოს” თავკაცმა “პლზენთან” მოლაპარაკება დაიწყო.
თუმცა, “სპარტაკი”-“დინამოს” მატჩის (0:4) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უჰრინმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო:
“ამ ეტაპზე ოფიციალურად არაფერი ხდება. “პლზენთან” კონტაქტი არ მაქვს. “დინამოსთან” კონტრაქტი მაკავშირებს და თუ “პლზენის” მხრიდან ადგილი ოფიციალურ შეთავაზებას ექნება, პირველ ყოვლისა ამ საკითხზე ჩვენი კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიასთან ვიმსჯელებ”.





