ფეხბურთი

13:28 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

უგოლო ფრე რუსთავში

 

ბაკურიანში გავლილი შეკრების შემდეგ, თბილისში დაბრუნებულმა ცხინვალის "სპარტაკმა" საქართველოს მოსამზადებელ პერიოდში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი რუსთავში, "ფოლადზე" ადგილობრივ "მეტალურგს" გაეჯიბრა და 0:0 დაასრულა.

გელა სანაიას გუნდმა კი რიგით მესამე შეხვედრა ჩაატარა ამ ზაფხულს, ხოლო 16 ივლისს ასევე "ფოლადზე" თბილისის "ვიტ ჯორჯიას" შეხვდება. შეხსენებისთვის, "მეტალურგი" 18 ივლისს თურქეთში გაემგზავრება შეკრებაზე.

"სპარტაკში" სხვა ახალწვეულებთან ერთად მოედანზე გამოჩნდა შემტევი ნახევარმცველი დავით ნანიევიც, რომელმაც მიმდინარე სეზონი რუსეთში, კერძოდ კი ნოვოროსიისკის "ჩერნომორეცში" დაიწყო და იქ 7 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება "მეტალურგის' ახალ სახეს, 23 წლის მცველმა ლევან კაკუბავამ ითამაშა და მისი გუნდში დარჩენა გადაწყვეტილია; როგორც იცით, კაკუბავა კარგა ხანს თბილისის "დინამოში" თამაშობდა, შემდეგ ტრავმა მიიღო და საკმაო პერიოდი გაუცდა.

"მეტალურგი" _ "სპარტაკი" 0:0

მეტალურგი: ბედიაშვილი, ჯაფარიძე, სუხიაშვილი (კაკუბავა 46), გავაშელიშვილი, მახვილაძე (ორბელაძე 46), კორღალიძე (სიხარულიძე 46), კირკიტაძე (ზ. ლობჯანიძე 46), გეწაძე, რაზმაძე (დობროვოლსკი 46), ფიფია, გიორგი გურეშიძე (ხაბელაშვილი 46). მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ლუკა ლორია, გ. ვასაძე, გ. ქავთარაძე, ექვთიმიშვილი, თედო კაკულია.

მწვრთნელი: გელა სანაია.

სპარტაკი: ნადირაძე (ზუხბაია 70), კვეკვესკირი, მგელაძე (ქურდაძე 46), კილასონია (ჭაფოძე 46), მეგრელიშვილი (ნარიმანიძე 61), ბურძენაძე (კაკაშვილი 46), შონია (თვალავაძე 55), თუხარელი (ფანცხავა 60), ჩაფიძე (კ. ხიზანეიშვილი 60), თექთურმანიძე (ნანიევი 46), მეტრეველი.

მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე.

მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117631