კალათბურთი

14:19 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეიდი “მაიამიში” რჩება

“მაიამი ჰითის” მცველი დუეინ უეიდი კარიერას ისევ ფლორიდულ კლუბში გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ ამერიკელმა კალათბურთელმა საკუთარ ინსტაგრამზე განაცხადა.

ESPN-ის ინფორმაციით, დუეინის კონტრაქტი ორ წელზეა გათვლილი, მისი ხელფასი კი 31.1 მილიონი დოლარი იქნება.

ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე, უეიდმა უარი თქვა ოფციაზე, რომლის თანახმადაც მას 2 წლის განმავლობაში, მაიამელთაგან 42 მილიონი ეკუთვნოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061989