ფეხბურთი

17:26 | 27.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

უეფას დელეგაცია თბილისში

თბილისში სტუმრად იმყოფება უეფას დელეგაცია, რომლის წევრები ოთხშაბათს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძემ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ თბილისში ჩამოვიდნენ უეფას ტექნიკურ-სპორტული განვითარების ხელმძღვანელი ოფიცერი იოან ლუპესკუ, სპორტული სამართლიანობის ოფიცერი ურს კლუსერი და ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობათა პროექტების მენეჯერი დავით პეტრიაშვილი.

ქართული მხარიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა, გენერალური მდივანი რეზო არველაძე და მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა აპრილში, თბილისში ჩასატარებელი უეფას ფუტსალის თასის ფინალური ეტაპის გარდა, შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს: სახელმწიფოს როლი მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში, მწვრთნელთა განათლება, მატჩების სამართლიანი პრინციპით ჩატარების საკითხი.

ფეხბურთის ფედერაციაში შეხვედრის შემდეგ, უეფას წარმომადგენლებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა უმასპინძლა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169617