ფეხბურთი

19:02 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

UEFA-მ “შალკეს” საჩივარი არ დააკმაყოფილა

გელზენკირხენის “შალკეს” საჩივარი, რომელიც UEFA-სგან თურქული “გალათასარაის” დასჯას ითხოვდა, სადისციპლინო კომიტეტმა არ დააკმაყოფილა.

როგორც იცით, გერმანული კლუბი იმით იყო უკმაყოფილო, რომ შეხვედრაში მონაწილეობა დიდიე დროგბამ მიიღო. კოტ დ’ივუარელის წინააღმდეგ, მის ყოფილ კლუბს, “შანხაი შენჰუას” საქმე FIFA-ში ჰქონდა აღძრული და მართალია, ჩინურმა კლუბმა მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ გელზენრკიხენელებს საქმის მოგების იმედი მაინც ჰქონდათ.

UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სადისციპლინო კომიტეტმა საქმეში არსებული ყველა მასალა შეისწავლა და “შალკეს” საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119657