მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ტიტულის დაცვა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ნანა ძაგნიძემ, სალომე მელიამ, სოფიკო ხუხაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა რეიტინგით აშკარად სუსტ მაკედონიელებს შანსი არ დაუტოვეს და პირველი ტურის მატჩში 4:0 იმარჯვეს.
საწყისი რაუნდში კარგად ითამაშა ვაჟთა ნაკრებმაც, რომელმაც ტაილანდური ბარიერი ასევე უდანაკარგოდ განვლო. საკუთარი პარტიები ბაადურ ჯობავამ, მერაბ გაგუნაშვილმა, მიხეილ მჭედლიშვილმა და ლევან ფანცულაიამ მოიგეს.
საერთოდაც, ოლიმპიადის ფავორიტებს პირველ ტურში იმდენად სუსტი მეტოქეები ჰყავდათ, საბოლოო ჯამში, გამარჯვება არავის გასჭირვებია. სხვა საქმეა, რომ რამდენიმე მოულოდნელი შედეგი მაინც დაფიქსირდა. მაგალითად, ტურნირზე უმაღლესი რეიტინგის მქონე რუსი ალექსანდრ გრიშჩუკი (2760) ირლანდიელ სემ კოლინსთან (2431) თეთრი ფიგურებით მხოლოდ ყაიმს გამორჩა.
მეორე ტურში საქართველოს ვაჟთა ნაკრები სინგაპურს ეთამაშება, რომელსაც საწყის დღეს სენეგალის გუნდთან 4:0 მოგება ჩაეთვალა, ქალთა გუნდის მოწინააღმდეგე კი მონტენეგრო იქნება. ამ უკანასკნელთ ირლანდია ასევე 4:0 გაანადგურეს.
2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა. ხანტი-მანსიისკი (რუსეთი). 20 სექტემბერი-3 ოქტომბერი
პირველი ტური
ქალები
საქართველო (4) – მაკედონია (61) 4:0
ნანა ძაგნიძე (2534) – გაბრიელა კოშკოვსკა (2142) 1:0
მონიკა სტოიკოვსკა (1928) – სალომე მელია (2439) 0:1
სოფიკო ხუხაშვილი (2422) – ბოიანა ბეატოვიჩი (1891) 1:0
დრაგანა ნიკოლოვსკა (1752) – ბელა ხოტენაშვილი (2464) 0:1
ბანგლადეში (58) – რუსეთი 1 (1) 0:4
ჩინეთი (2) – ბრაზილია (59) 4:0
ბოლივია (60) – უკრაინა (3) 0:4
სინგაპური (62) – რუსეთი 2 (5) 0:4
აშშ (6) – დომინიკა (63) 4:0
ინდოეთი (8) - ალბანეთი (65) 4:0
შოტლანდია (66) – უნგრეთი (9) 0.5:3.5
პოლონეთი (10) – ისლანდია (67) 4:0
კაცები
ტაილანდი (93) – საქართველო (20) 0:4
ატიპატ პორნარიასომბატი (2181) – ბაადურ ჯობავა (2710) 0:1
მერაბ გაგუნაშვილი (2598) – ჯირაპაკ პიტიროტირატონი (2299) 1:0
უაიჩაი კონგსეე (2235) – მიხეილ მჭედლიშვილი (2628) 0:1
ლევან ფანცულაია (2599) – ვისუვატ ტეერაპაბპაისიტი (2310) 1:0
რუსეთი (1) – ირლანდია (74) 3.5:0.5
ერაყი (75) – უკრაინა (2) 0:4
ჩინეთი (3) – ყირგიზეთი (76) 3.5:0.5
IBCA – რუსეთი 2 (4) 0:4
უნგრეთი (5) – იორდანია (78) 3.5:0.5
კოსტა რიკა (79) – სომხეთი (6) 1:3
აზერბაიჯანი (7) – სამხრეთ აფრიკა (80) 3.5:0.5
ბანგლადეში (81) – ბულგარეთი (8) 0.5:3.5
აშშ (9) – ფარერის კ-ბი (82) 4:0
პარაგვაი (83) – საფრანგეთი (10) 0.5:3.5







