ძიუდო

19:43 | 2.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

უჩვეულოდ არაქართული “თბილისობა”

უკვე ტრადიციაა, თბილისის საერთაშორისო ტურნირის შემდეგ გამოქვეყნებულ რეიტინგში ქართველი ძიუდოისტები პოზიციებს იუმჯობესებენ ხოლმე. მართალია, საქართველო მსოფლიოს თასი ქულების მხრივ დიდად შემოსავლიანი შეჯიბრი არაა, მაგრამ ხანდახან საჩემპიონო 100 ქულასაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. სამწუხაროდ, წლეულს ქართველმა ძიუდოისტებმა საკუთარ კედლებში წარმოუდგენლად სუსტად იჭიდავეს და რომ არა თითოოროლა გამონაკლისი, ალბათ ახალი რეიტინგ-სიის უკომენტაროდ გადმობეჭდვა მოგვიწევდა.
სოსო ლიპარტელიანის გუნდის წევრთაგან ყველაზე შედეგიანად ამბაკო ავალიანმა (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) იჭიდავეს და ცხადია, რეიტინგიც საგრძნობლად გაიუმჯობესეს. განსაკუთრებული “ნახტომი” ავალიანმა შეასრულა – აქამდე სულ რაღაც 4 ქულა ჰქონდა და 250-ეულშიც კი ვერ შედიოდა, 104 ქულით კი, 70-ე ადგილზე აღზევდა. 73 კილოგრამში ქართველთაგან ყველაზე წინ – 35-ე პოზიციაზე ნუგზარ ტატალაშვილი დგას, 208 ქულით. მას 8 საფეხურით ჩამორჩება ზაზა კედელაშვილი (166 ქულა).
ავალიანსა და ტატალაშვილს ქულების მოპოვებისა და რაც მთავარია, გუნდში დამკვიდრების შანსი ევროპის ჩემპიონატამდე (სტამბოლი. 21-24 აპრილი) რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე მიეცემათ, კედელაშვილის სანაკრებო პერსპექტივა კი ამ ეტაპზე გაურკვეველია.
ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს თასის ჩემპიონობამ 40-მდე საფეხურით წინ გადასწია. ამჟამად, 160 ქულა აქვს და 49-ე პოზიციას იკავებს. მისგან ფინალში ძლეულ დავით კარბელაშვილს კი ვერცხლის მედლისთვის 60 ქულა დაერიცხა და საერთო 92 ქულით, 72-ე ადგილზეა. 81 კილოგრამში მოჭიდავე ქართველთაგან ყველაზე მაღალრეიტინგიანი ლევან წიკლაურია (მე-17, 472).
შეგახსენებთ, თბილისის მსოფლიოს თასზე, არც ერთ წონით კატეგორიაში საუკეთესო ათეულის არც ერთ წარმომადგენელს არ უჭიდავია. შესაბამისად, ცვლილებები მათ თითქმის არ შეეხოთ. შვიდივე წონის პირველ-ხუთეულს და ყველა ქართველის სარეიტინგო პოზიციას აქვე გთავაზობთ.

60 კგ

1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)        1986
2 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)        1218
3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)        1090
4 არსენ გალსტიანი (რუსეთი)        1040
5 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)        788
11 ამირან პაპინაშვილი            570
17 დავით ასუმბანი                452
56 ნესტორ ხერგიანი                130
59 ბეთქილ შუკვანი                118
75 პაატა მერებაშვილი            74
135 ლევან ჩუბინიძე                20
171 სოსო ნიჟარაძე                10

66 კგ
1 ცაგანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)    1610
2 ალიმ გადანოვი (რუსეთი)            1226
3 იო-ჩინ კიმი (სამხრეთ კორეა)        1040
4 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)            956
5 სუგოი ურიარტე (ესპანეთი)        938
39 შალვა ქარდავა                210
117 მიხეილ ხომიზური            38
134 პაატა მერებაშვილი            32
141 ზაზა კედელაშვილი            30
155 უჩა ხუციშვილი                24
181 დავით შოშიაშვილი            16
181 სანდრო იაკობაშვილი            16
191 არსენა მაჭარაშვილი            12
207 გიორგი ფერსაშვილი            10

73 კგ

1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)        1848
2 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)        1300
3 მანსურ ისაევი (რუსეთი)                1080
4 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)            920
5 იასუჰირო ავანო (იაპონია)                858
35 ნუგზარ ტატალაშვილი            208
43 ზაზა კედელაშვილი            166
70 ამბაკო ავალიანი                104
114 თენგიზ პაპოშვილი            42
135 დავით ქევხიშვილი            30
135 დავით კუპრაშვილი                    30
140 მიხეილ ხომიზური            28
165 ზვიად ბაზანდარაშვილი            20
165 დავით კობერიძე                20
181 ზურაბ ნოზაძე                16

81 კგ

1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)            1650
2 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)            1140
3 ივან ნიფონტოვი (რუსეთი)                1050
4 იან ბარტონი (ბრიტანეთი)                940
5 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)            850
17 ლევან წიკლაური                472
49 ავთანდილ ჭრიკიშვილი            160
67 ხვიჩა ხუციშვილი                104
72 დავით კარბელაშვილი            92
87 დავით ქევხიშვილი            60
119 იოსებ წელაური                36
171 გიორგი ბაინდურაშვილი            16
176 დავით ჭაბუკაშვილი            12
185 გრიგოლ შინჯიკაშვილი            10
191 საბა გავაშელიშვილი            8

90 კგ

1 ტაკაში ონო (იაპონია)                    1760
2 კირილ დენისოვი (რუსეთი)                1300
3 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)            1072
4 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)            1002
5 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)            1000
9 ვარლამ ლიპარტელიანი            634
45 მინდია ბოდაველი                166
65 ზვიად გოგოჭური                102
79 საბა გავაშელიშვილი            64
113 გრიგოლ მამრიკიშვილი            30
121 ლაშა გურული                24
142 გიორგი ცოციაშვილი            16
151 ბეთქილ ნავერიანი            12

100 კგ

1 ტაკამასა ანაი (იაპონია)                    1940
2 ელკო ფან დერ ხესტი (ბელგია)            1220
3 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)        996
4 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)            976
5 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)                952
15 ლევან ჟორჟოლიანი                    504
23 ირაკლი ცირეკიძე                358
48 დავით ლორიაშვილი            130
67 რევაზ ჩიკოიძე                62
92 ნოდარ მეტრეველი            38
94 ზურაბ ზვიადაური                        36

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი)            1900
2 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)            1440
3 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)            1168
4 კეიჯი სუძუკი (იაპონია)            968
5 კაზუჰიკო ტაკაჰაში (იაპონია)        930
22 ზვიად ხანჯალიაშვილი            358
31 ლაშა გუჯეჯიანი                230
32 ადამ ოქრუაშვილი            228
106 ნოდარ მეტრეველი            20
129 გიგა გუბელაძე                8

 


ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164596