ჭადრაკი

15:53 | 6.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტყიბულის საჭადრაკო ფესტივალზე პრეზიდენტსაც ელოდებიან

3 სექტემბერს ტყიბულის კულტურის ცენტრში ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი “ტყიბული-2010” დაიწყო.
ქალაქი ამ ტურნირს უკვე მეორე წელია მასპინძლობს  და მისი პოპულარობაც აშკარად იზრდება. შარშანდლისგან  განსხვავებით ამჯერად, მასში მონაწილე ქალაქებისა და რაიონების არეალიც გაფართოვდა და 50-მდე მონაწილეს შორის თბილისის, გორისა და ხობის წარგზავნილებიც გამოჩნდნენ.
ფესტივალი სამ ასაკობრივ ჯგუფში: 8, 10 და 12 წწ. გოგონათა და ჭაბუკთა შორის მიმდინარეობს და მასში ქუთაისის, თერჯოლის, ამბროლაურის, ბაღდათისა და ახალციხის საჭადრაკო სკოლების აღსაზრდელებიც ასპარეზობენ.
შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად გაიმართება.
ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ფესტივალის პრიზიორები და მათი მწვრთნელები ტურნირის ბოლოს დიპლომებით, მედლებით და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან, ასევე დარიგდება სამახსოვრო პრიზები.
ფესტივალის დახურვა 9 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი და მასზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძეც გახლავთ მიწვეული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის შუამდგომლობით, ტყიბულის ფესტივალი ოფიციალურად ჩასმულია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კალენდარში და ამიერიდან ყოველი წლის სექტემბრის დასაწყისში, საბავშვო ფესტივალს ტყიბულის ჭადრაკის ფედერაცია უმასპინძლებს.
სამი ტურის შემდეგ ტურნირს ლიდერობენ:
8 წლამდე ტურნირში: დავით კანკია დავითი (ქუთაისი) – 3 ქულა, იოანე მამრიკიშვილი (ქუთაისი) – 3 ქულა.
10 წლამდე ტურნირში: ლევან ბაბუხადია (ქუთაისი) – 3 ქულა, გურამ ჭელიძე (თბილისი) – 3 ქულა.
12 წლამდე ტურნირში: თამარ ფშკურიძე (ტყიბული) – 3 ქულა, მარიამ მჟავია (ქუთაისი) – 3 ქულა.

 

www.gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172171