სხვა

13:17 | 3.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტურნირი ქუთაისის განახლებულ ტირში

ქუთაისში 35-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მდებარე განახლებულ 10 და 25 მეტრიან ტირში პირველი ტურნირი გაიმართა დამსახურებული მწვრთნელის ისმაილ გირგვლიანის პრიზზე.

ტურნირში მონაწილეობა თბილისისა და ქუთაისის 4 კლუბის წარმომადგენლებმა მიიღეს. ვაჟთა შორის თბილისელმა ლევან ქადაგიძემ იმარჯვა, მეორე და მესამე პრიზიორები, შესაბამისად, გამარჯვებულის თანაქალაქელები – ცოტნე მაჭავარიანი და ომარ სანოძე გახდნენ.

ქალთა შორის პირველი ადგილი 13 წლის ქუთაისელმა ლიზი კილაძემ დაიკავა, საპრიზო ადგილებზე კი თბილისელი – მარიამ ბლუაშვილი და ქუთაისელი მარიამ ჩაგანავა გავიდნენ.

ნინო სალუქვაძე (ოლიმპიური ჩემპიონი ტყვიის სროლაში): “სასიხარულო ამბავია. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში საქართველოში ტირი არ აშენებულა. ქუთაისმა ყველას დაასწრო. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ტირის განახლებას შეუწყო ხელი. გასვლით შეჯიბრებას, ფაქტობრივად, პირველად ვატარებთ. შევეცადეთ ქუთაისში ყველა ძლიერი მსროლელი ჩამოგვეყვანა. ტურნირის შედეგებით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, მალე ახალ სახეებსაც ვიხილავთ.

კარგი იქნება, თუ ქუთაისს სხვებიც მიბაძავენ. დედაქალაქში (თბილისის ზღვასთან) და ბათუმში კომპლექსური ბაზების მშენებლობაზე ვფიქრობთ, ტირი კახეთშიც გვინდა. ისმაილ გირგვლიანის სახელობის ტურნირს ტრადიციულად ვაქცევთ და ვეცდებით საერთაშორისო სტატუსი მივანიჭოთ”.

კახა ბექაური (საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტი): “ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. ტყვიის სროლაში დიდი ტრადიციები გვაქვს და იმედია, ასეთი კეთილმოწყობილი ბაზა ხელს შეუწყობს ჩვენი სახეობის აღორძინებას და განვითარებას, ასევე მაღალი კლასის სპორტსმენების ჩამოყალიბებას. ქუთაისელ მსროლელებს ფედერაციისგან ყველანაირი ხელშეწყობა ექნება”.

 

ტურნირის შედეგები

ქალები

1. ლიზი კილაძე (ქუთაისი) – 369 ქულა.

2. მარი ბლუაშვილი (თბილისი) – 363 ქულა.

3. მარი ჩაგანავა (ქუთაისი) – 360 ქულა.

 

მამაკაცები

1. ლევან ქადაგიძე (თბილისი) – 563 ქულა.

2. ცოტნე მაჭავარიანი (თბილისი) – 563 ქულა.

3. ომარ სანოძე (თბილისი) – 560  ქულა.

 

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084686