კალათბურთი

19:38 | 28.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

თსუ-ს მთავარ მწვრთნელად გიორგი (“ჯიჯო”) ჩხეიძე დაინიშნა

საკალთბურთო კლუბ თსუ-დან მთავარ მწვრთნელ ნუგზარ ჭეიშვილის წასვლის შემდეგ, სტუდენტების გუნდის დამრიგებლად ვეტერანი კალათბურთელი გიორგი (“ჯიჯო”) ჩხეიძე დაინიშნა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საკალათბურთო კლუბ თსუ-ს პრეზიდენტმა ირაკლი ხარჯევანიძემ განუცხადა.
“აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თსუ-ს ყოფილ მთავარ მწვრთნელ ნუგზარ ჭეიშვილსა და მის ასისტენტ ნუგზარ მარკოიშვილს გუნდში გაწეული მუშაობისთვის მადლობას ვუცხადებ”, - დასძინა ხარჯევანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამპლუით ფორვარდ “ჯიჯო” ჩხეიძეს საქართველოს რამდენიმე კლუბის გარდა, რუსეთში და აზერბაიჯანშიც აქვს ნათამაშები.
ჩხეიძე ბოლოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად მუშაობდა და პარალელურად საკალათბურთო კლუბ “ოლიმპის” დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელი იყო.
 

 

როლანდ ლაბუჩიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088899