ფეხბურთი

12:52 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტრაბზონსფორში” ვილაშ-ბოაშს ელიან

თურქული “ტრაბზონსფორი” ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია და მთავარ სამიზნედ ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილი დამრიგებელი ანდრე ვილაშ-ბოაში ჰყავს შერჩეული. ამის შესახებ Fanatik-ი იუწყება.

რამდენიმე დღის წინათ, ტრაბზონელებმა გუნდის თავკაცი მუსტაფა აკჩაი დაითხოვეს. თავის მხრივ, ვილაშ-ბოაში “ტოტენჰემიდან” დათხოვნის შემდეგ უმუშევარია და რამდენიმე კლუბის წინადადებას განიხილავს.

“ტრაბზონსფორი” 36 წლის ვილაშ-ბოაშთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114848