შვიდწლიანი პაუზის პაუზის შემდეგ, ქუთაისს კვლავ უბრუნდება ევროპული საკლუბო ტურნირი. 5 ივლისს, “ტორპედო“ უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ყაზახეთის “აკტობეს“ დაუპირისპირდება და ეს იქნება ქუთაისელთა რიგით 23-ე საევროტურნირო მატჩი.
წინა თამაშებში, რომელთა მეტნაკლებად სრულ ოქმებს ქვემოთ შემოგთავაზებთ, “ტორპედომ“ 8 მატჩი მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 11 წააგო (ბურთების ბალანსი 31:38). სულ განვლილ მატჩებში 77-მა ტორპედოელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან გოლი 13 ფეხბურთელის ანგარიშზეა.
ევროტურნირებზე ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩი, 3 ტორპედოელზე მოდის. 14-14-ჯერ მოირგეს ქუთაისური კლუბის მაისური კახა კვეტენაძემ, დავით ჯანაშიამ და ზურაბ იონანიძემ.
ყველაზე მეტი “ევროპული“ გოლი გიორგი მეგრელაძეს აქვს გატანილი. მან 10 მატჩში 7 ბურთის შეგდება შეძლო. შემდეგ მოდის 5 გოლის ავტორი ჯანაშია, იონანიძემ 4 გაიტანა, კვეტენაძემ კი – 3. 2-2 გოლის გატანა შესძლეს ზაზა ვაჩიბერაძემ, მიხეილ აშვეთიამ და მალხაზ ასათიანმა.
“ტორპედომ“ ბოლო საევროტურნირო გოლი 2002 წლის 7 აგვისტოს გაიტანა. ეს ზურაბ იონანიძემ გააკეთა, რომელმაც ქუთაისში პრაღის “სპარტასთან“ წაგებულ (1:2) ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, ანგარიში გახსნა. მას შემდეგ ევროპაზე ნათამაშებ 4 შეხვედრაი, ქუთათურებმა მეტოქის კიპერს ვერცერთი გოლი ვერ გაუტანეს.
ახლა კი, გთავაზობთ “ტორპედოს“ 22-ვე საევროტურნირო მატჩში ქუთაისელთა შემადგენლობას, გატანილი გოლების, გაფრთხილებებისა და მსაჯების მითითებით.
1998-1999წწ. ინტერტოტოს თასი
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი მატჩი.
#1. „ტორპედო“ (ქუთაისი) - „ერებუნი“ (ერევანი, სომხეთი) 6:0 (4:0)
21.06.1998. ქუთაისი, „გივი კილაძე“. 4000 მაყურებელი.
„ტორპედო“: გრიგოლ ჭანტურია, არჩილ ჩხაბერიძე, ირაკლი ვაშაკიძე, შალვა ხუჯაძე (ვახტანგ თურმანიძე, 65), გია ჩხაიძე, კახა კვეტენაძე, დავით ჯანაშია, გიორგი მეგრელაძე (ირაკლი მაღლაკელიძე, 85), ზაზა ვაჩიბერაძე (კახა ჩხეტიანი, 61), პაატა ჯინჭარაძე, კონსტანტინე მეტრეველი.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
გოლები: მეგრელაძე (3, 28), ვაჩიბერაძე (30), ჯანაშია (43, 81), კვეტენაძე (83).
გაფრთხილება: ოვსეპიანი.
მსაჯი: ი. ხაიმი (ისრაელი).
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, საპასუხო მატჩი.
#2. „ერებუნი“-„ტორპედო“ 1:1 (1:1)
27.06.1998. ერევანი, „რაზდანი“. 100 მაყურებელი.
„ტორპედო“: გრიგოლ ჭანტურია (გიორგი მამარდაშვილი, 84), არჩილ ჩხაბერიძე, კახა კვეტენაძე, შალვა ხუჯაძე, ზაზა ვაჩიბერაძე, ვასილ მაისურაძე, ვახტანგ თურმანიძე, დავით ნატროშვილი (კახა ჩხეტიანი, 67), პაატა ჯინჭარაძე (ალექსანდრე შეყრილაძე, 78), დავით ჯანაშია, გიორგი მეგრელაძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
გოლები: 1:0 ოვანესიანი (22), 1:1 ხუჯაძე (30).
გაფრთხილებები: თურმანიძე, ნარიმანიანი.
მსაჯი: რიჩარდ ჰანლონი (ირლანდია).
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი მატჩი.
#3. „ლომელი“ (ბელგია)-„ტორპედო“ 0:1 (0:1)
05.07.1998. ლომელი, „შტედელიკ შპორტშტადიონი“.
„ტორპედო“: გრიგოლ ჭანტურია, არჩილ ჩხაბერიძე, ირაკლი ვაშაკიძე, ირაკლი მაღლაკელიძე, კახა კვეტენაძე (ვახტანგ თურმანიძე, 82), შალვა ხუჯაძე, დავით ჯანაშია, გიორგი მეგრელაძე (კახა ჩხეტიანი, 79), ზაზა ვაჩიბერაძე, კონსტანტინე მეტრეველი (ზურაბ იონანიძე, 63), პაატა ჯინჭარაძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
გოლი: ვაჩიბერაძე (31).
გაფრთხილებები: სიმონსი, ჩხაბერიძე, ჩხეტიანი.
მსაჯი: იორნ ლარსენი (დანია).
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, საპასუხო მატჩი.
#4. „ტორპედო“-„ლომელი“ 1:2 (1:2)
11.07.1998. ქუთაისი, „გივი კილაძე“.
„ტორპედო“: გრიგოლ ჭანტურია, არჩილ ჩხაბერიძე, ირაკლი ვაშაკიძე, ირაკლი მაღლაკელიძე, კახა კვეტენაძე, შალვა ხუჯაძე, დავით ჯანაშია, გიორგი მეგრელაძე, ზაზა ვაჩიბერაძე (გია ჩხაიძე, 59), კონსტანტინე მეტრეველი (ზურაბ იონანიძე, 59), პაატა ჯინჭარაძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
გოლები: კვეტენაძე (4), შუბერტი (8), კენვორტსი (17).
გაფრთხილებები: ვინკენი, ვან ველდჰოვენი, დეკელვერი.
გაძევება: ვინკენი (75).
მსაჯი: ანდრეი ბუტენკო (რუსეთი).
1999-2000წწ. უეფას თასი.
საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი მატჩი.
#5. „ლანტანა“ (ტალინი, ესტონეთი)-„ტორპედო“ 0:5 (0:3)
12.08.1999. ტალინი, „კადრიორგი“. 300 მაყურებელი.
„ტორპედო“: გრიგოლ ჭანტურია, ზურაბ იონანიძე, ბადრი ახვლედიანი, ვახტანგ თურმანიძე (ზაზა ვაჩიბერაძე, 80), ვახტანგ ხვადაგიანი, ალექსანდრე შეყრილაძე, კახა ჩხეტიანი, კახა კვეტენაძე (ვასილ მაისურაძე, 67), გიორგი გოგიაშვილი, დავით ჯანაშია, გიორგი მეგრელაძე (მიხეილ ბობოხიძე, 76).
მწვრთნელი: დავით ყიფიანი.
გოლები: ხვადაგიანი (2), ჯანაშია (32), იონანიძე (38), ჩხეტიანი (54), მეგრელაძე (65).
გაფრთხილება: კვეტენაძე (17).
მსაჯები: ზდრავკო სავიჩი, ჟ. ილიჩი, უ. სუბოტიჩი (იუგოსლავია).
საკვალიფიკაციო ეტაპი, საპასუხო მატჩი.
#6. „ტორპედო“-„ლანტანა“ 4:2 (3:1)
26.08.1999. ქუთაისი, „გივი კილაძე“. 1020 მაყურებელი.
„ტორპედო“: გრიგოლ ჭანტურია (გიორგი სომხიშვილი, 85), ზურაბ იონანიძე, ბადრი ახვლედიანი, ვასილ მაისურაძე, ვახტანგ ხვადაგიანი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახა კვეტენაძე, გიორგი გოგიაშვილი (ირაკლი მაღლაკელიძე, 67), გრიგოლ იმედაძე (დავით ჯანაშია, 67), გიორგი მეგრელაძე, კახა ჩხეტიანი.
მწვრთნელი: დავით ყიფიანი.
გოლები: იონანიძე (11), მეგრელაძე (26, 29, 71), ლეიტანი (37), დოლონინი (56).
გამოუყენებელი პენალტი: იონანიძე (2).
გაფრთხილებები: კალიმულინი (48), კულაკოვი (67), ვალუისკი (86), გორიაჩოვი (88).
მსაჯები: პეტერი კარი, ვ. მანტერე, ლ. ლაჰტი (ყველა ფინეთი).
1/64-ფინალი, პირველი მატჩი.
#7. „ტორპედო“-აეკ (ათენი, საბერძნეთი) 0:1 (0:0)
16.09.1999. ქუთაისი, „გივი კილაძე“, 7000 მაყურებელი.
„ტორპედო“: გრიგოლ ჭანტურია, ზურაბ იონანიძე, ბადრი ახვლედიანი, ვახტანგ ხვადაგიანი, ვახტანგ თურმანიძე, ირაკლი მაღლაკელიძე, ალექსანდრე შეყრილაძე, გიორგი გოგიაშვილი (გრიგოლ იმედაძე, 51), დავით ჯანაშია, გიორგი მეგრელაძე (ზაზა ვაჩიბერაძე, 73), კახა ჩხეტიანი (კახა კვეტენაძე, 82).
მწვრთნელი: დავით ყიფიანი.
გოლი: ზიკოსი (88).
გაფრთხილებები: ლაკისი (11), გოგიაშვილი (14), ჩხეტიანი (19), პეტრიჩი (53), ხვადაგიანი (55), მალადენისი (65), ბიეკოვიჩი (84).
მსაჯები: ჯონ მაკდერმოტი, ე. ფულეი, ე. რაიანი (ყველა ირლანდია).
1/64-ფინალი, საპასუხო მატჩი.
#8. აეკ-„ტორპედო“ 6:1 (4:0)
30.09.1999. ათენი, „ნეას სმირნისი“, 4080 მაყურებელი.
„ტორპედო“: გრიგოლ ჭანტურია, ვახტანგ ხვადაგიანი, ირაკლი მაღლაკელიძე, ალექსანდრე შეყრილაძე, ბადრი ახვლედიანი (გიორგი გოგიაშვილი, 31), ვახტანგ თურმანიძე (ალექსანდრე ამისულაშვილი, 78), კახა ჩხეტიანი, კახა კვეტენაძე (გრიგოლ იმედაძე, 52), ზურაბ იონანიძე, დავით ჯანაშია, გიორგი მეგრელაძე.
მწვრთნელი: დავით ყიფიანი.
გოლები: ჩირიჩი (8, პენ.), ბიეკოვიჩი (22), მალადენისი (24), კოპიცისი (44, 88), მეგრელაძე (73), ნიკოლაიდისი (74).
გაფრთხილებები: ბიეკოვიჩი (50), იონანიძე (77), მაღლაკელიძე (87).
მსაჯი: მიროსლავ ლიბა (ჩეხეთი).
2000-2001წწ. ჩემპიონთა ლიგა.
საკვალიფიკაციო მეორე ეტაპი, პირველი მატჩი.
#9. „ცრვენა ზვეზდა“ (ბელგრადი, იუგოსლავია)-„ტორპედო“ 4:0 (3:0)
26.07.2000. ბელგრადი, „ცრვენა ზვეზდა“, 14636 მაყურებელი.
„ტორპედო“: ირაკლი ზოიძე, ზურაბ იონანიძე (მიხეილ ბობოხიძე, 77), მიხეილ მახვილაძე, დავით არჩვაძე, ვახტანგ ხვადაგიანი, ბადრი ახვლედიანი, თენგიზ სიჭინავა, ვალტერ გუჩუა, დავით ჯანაშია (კახა კვეტენაძე, 46), გიორგი მეგრელაძე (გრიგოლ იმედაძე, 46), კახა ჩხეტიანი.
მწვრთნელი: დავით ყიფიანი.
გოლები: დრულიჩი (24, 90), ბოშკოვიჩი (37), პიანოვიჩი (39).
გაფრთხილებები: ილიჩი (12), ლალატოვიჩი (20), ახვლედიანი (27), კვეტენაძე (48), მახვილაძე (57).
მსაჯი: დიტმარ დრაბეკი (ავსტრია).
საკვალიფიკაციო მეორე ეტაპი, საპასუხო მატჩი.
#10. „ტორპედო“-„ცრვენა ზვეზდა“ 2:0 (1:0)
02.08.2000. ქუთაისი, „ტორპედო“, 10000 მაყურებელი.
„ტორპედო“: ირაკლი ზოიძე, ზურაბ იონანიძე (მალხაზ ასათიანი, 80), მიხეილ მახვილაძე, დავით არჩვაძე, ვახტანგ ხვადაგიანი, ბადრი ახვლედიანი (ვახტანგ თურმანიძე, 68), თენგიზ სიჭინავა, ვახტანგ გუჩუა, გია ჩხაიძე, დავით ჯანაშია, გრიგოლ იმედაძე (გიორგი მეგრელაძე, 65).
მწვრთნელი: დავით ყიფიანი.
გოლები: იმედაძე (42), ჯანაშია (90).
გაფრთხილებები: არჩვაძე (45), იმედაძე (58), ვიტაკიჩი (75).
მსაჯი: ური რენიე (ინგლისი).
2001-2002წწ. ჩემპიონთა ლიგა.
საკვალიფიკაციო პირველი ეტაპი, პირველი მატჩი.
#11. „ლინფილდი“ (ბელფასტი, ჩრდ. ირლანდია)-„ტორპედო“ 0:0
11.07.2001. ბელფასტი, „უინძორ პარკი“. 2699 მაყურებელი.
„ლინფილდი“: რობინსონი, კოლიე (ნორმან კელი, 87), დარენ მერფი, პიკინგი, უილიამ მერფი, რასელ კელი, ლარმური, გორმანი (სკეიტსი, 82), გლენ ფერგიუსონი, ჯასტინ მაკბრაიდი (მარკსი, 10), ნოელ ბეილი (კაპ.).
მწვრთნელი: დევიდ ჯეფრი.
„ტორპედო“: დავით გვარამაძე, ვალერი აბრამიძე, ვახტანგ ხვადაგიანი, რევაზ ქემოკლიძე, სევასტი თოდუა, მიხეილ მახვილაძე (შალვა ისიანი, 32), გივი დიდავა (კაპ,), დავით აკოფიანი, მალხაზ ასათიანი, მიხეილ აშვეთია (ბორის გონჩაროვი, 82), ზვიად ქუთათელაძე (რომან ახალკაცი, 46).
მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი.
გაფრთხილებები: კოლიე (16), მარკსი (41), დიდავა (90).
მსაჯები: იუნი ჰიიტია, არი ტურკი, ესა ვეჰვილაინენი; მიკა პელტოლა (ყველა ფინეთი).
საკვალიფიკაციო პირველი ეტაპი, საპასუხო მატჩი.
#12. „ტორპედო“-„ლინფილდი“ 1:0 (0:0)
18.07.2001. ქუთაისი, „ცენტრალური“. 10000 მაყურებელი.
„ტორპედო“: დავით გვარამაძე, დავით აკოფიანი, ვალერი აბრამიძე, ვახტანგ ხვადაგიანი, სევასტი თოდუა, რევაზ ქემოკლიძე, გივი დიდავა (კაპ.), რომან ახალკაცი (დიმიტრი პარამონოვი, 46), მალხაზ ასათიანი, მიხეილ აშვეთია (ბორის გონჩაროვი, 83), ზვიად ქუთათელაძე (მიხეილ მახვილაძე, 72).
მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი.
„ლინფილდი“: რობინსონი, კოლიე, მაკშეინი, პიკინგი, უილიამ მერფი, რასელ კელი (ლარმური, 75), მარკსი (სკეიტსი (65), გორმანი, გლენ ფერგიუსონი, ნორმან კელი (დარენ მერფი, 65), ნოელ ბეილი (კაპ.).
მწვრთნელი: დევიდ ჯეფრი.
გოლი: აშვეთია (70).
გაფრთხილებები: ქემოკლიძე (11), კოლიე (28), მაკშეინი (32), თოდუა (90).
გაძევებები: ხვადაგიანი (81), ბეილი (84).
მსაჯები: ჯეკ ვან ჰუიტენი, ბერენდ ტალენსი, არენდ ბრინკი; ერიკ ბრამჰაარი (ყველა ჰოლანდია).
საკვალიფიკაციო მეორე ეტაპი, პირველი მატჩი.
#13. „ტორპედო“-„კოპენჰაგენი“ (დანია) 1:1 (0:1)
25.07.2001. ქუთაისი, „ცენტრალური“. 13000 მაყურებელი.
„ტორპედო“: დავით გვარამაძე, გივი დიდავა (კაპ.), ვალერი აბრამიძე, მიხეილ მახვილაძე (ზვიად ქუთათელაძე, 84), სევასტი თოდუა, რევაზ ქემოკლიძე, დიმიტრი პარამონოვი (შოთა ბაბუნაშვილი, 49), რომან ახალკაცი (გიორგი შენგელია, 49), მალხაზ ასათიანი, ზურაბ იონანიძე, მიხეილ აშვეთია.
მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი.
„კოპენჰაგენი“: კიჰლსდედტი, რიტერი, მადსენი, კრისტიან პოულსენი, ნიკლას იენსენი, ტომას ლარსენი, ზუმა (ბისგაარდი, 77), ტორნინგერი (პეტერ კრისტიანსენი, 68), ლაურსენი, მიქაელ მიო ნილსენი (კაპ.), ლონსტრუპი.
მწვრთნელი: კენტ კარლსონი (შვედეთი).
გოლები: ზუმა (43), აშვეთია (77).
გაფრთხილება: დიდავა (86).
მსაჯები: ფრანკ დე ბლეკერი, მიშელ ბუტალსი, რუდი ლეპურტი; ედი ვერმეირხი (ბელგია).
საკვალიფიკაციო მეორე ეტაპი, საპასუხო მატჩი.
#14. „კოპენჰაგენი“-„ტორპედო“ 3:1 (1:0)
09.08.2001. კოპენჰაგენი, „პარკენი“. 14345 მაყურებელი.
„კოპენჰაგენი“: კიჰლსდეტდი, რიტერი, მადსენი, კრისტიან პოულსენი, იენსენი, ტომას ლარსენი, ზუმა (ფრედგაარდი, 70), ჰეინე ფერნანდესი, ტორნინგერი (პეტერ კრისტიანსენი, 82), ლაურსენი, ლონსტრუპი (კაპ.) (ბისგაარდი, 61).
მწვრთნელი: კენტ კარლსონი.
„ტორპედო“: დავით გვარამაძე, ზურაბ იონანიძე (კაპ.), მიხეილ მახვილაძე, სევასტი თოდუა, რევაზ ქემოკლიძე, მიხეილ აშვეთია, ვალერი აბრამიძე, რომან ახალკაცი (ზვიად ქუთათელაძე, 58), მალხაზ ასათიანი (ბორის გონჩაროვი, 36), დავით აკოფიანი, დიმიტრი პარამონოვი (პაატა გვირჯიშვილი, 68).
მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი.
გოლები: ზუმა (45+2), ლონსტრუპი (59), ფერნანდესი (74), ქუთათელაძე (90+3).
მსაჯები: პასკალ გარიბიანი, ფილიპ ლარო, კლოდ კოვე; ფრანკ გლოშონი (საფრანგეთი).
2002-2003წწ. ჩემპიონთა ლიგა.
საკვალიფიკაციო პირველი ეტაპი, პირველი მატჩი.
#15. „ტორპედო“-ბ36 (ტორსჰავნი, ფარერები) 5:2 (2:0)
17.07.2002. ქუთაისი, „ტორპედო“. 5000 მაყურებელი.
„ტორპედო“: ზვიად სტურუა, ლაშა ჭელიძე, რევაზ ქემოკლიძე, დავით აკოფიანი, მიხეილ მახვილაძე, ვალტერ გუჩუა (დავით გამეზარდაშვილი, 46), კახა კვეტენაძე, შოთა ბაბუნაშვილი (დავით ჯანაშია, 65), მალხაზ ასათიანი, ზურაბ იონანიძე (კაპ.), ზვიად ქუთათელაძე (ანდრეი პოროშინი, 53).
მწვრთნელი: ალექსანდრე შტელინი.
ბ36: ტორგარდი, დანიელსენი, ფლორესკუ, კლემენტსენი (სკორინი, 90), იონსონი, ბორგი, პეტერსენი (კაპ.), ლაკიუნი (ტორავლურ პოულსენი, 89), მორტარსონი, ზახარიასენი, მატრასი (იაკობსენი, 68).
მწვრთნელი: პიოტრ კრაკოვსკი.
გოლები: ასათიანი (15, 47), იონანიძე (34), ლაკიუნი (55), კვეტენაძე (68), პოროშინი (74), მორტარსონი (76).
გაფრთხილებები: გუჩუა (39), კლემენტსენი (87).
მსაჯები: კერი რიჩარდსი, ედვარდ კინგი, ფილიპ ბეიტსი; სიმონ ჯოუნსი (ყველა უელსი).
საკვალიფიკაციო პირველი ეტაპი, საპასუხო მატჩი.
#16. ბ36-„ტორპედო“ 0:1 (0:0)
24.07.2002. ტორსჰავნი, „ტორსვიოლური“. 675 მაყურებელი.
ბ36: ტორგარდი, დანიელსენი, ფლორესკუ (რაგნარ პოულსენი, 85), კლემენტსენი, იონსონი, ბორგი, პეტერსენი (კაპ.), ლაკიუნი (ტორავლურ პოულსენი, 85), მორტანსონი (იაკობსენი, 85), ზახარიასენი, მატრასი.
მწვრთნელი: პიოტრ კრაკოვსკი.
„ტორპედო“: გრიგოლ ჭანტურია, მიხეილ მახვილაძე, გივი დიდავა (კაპ.), რევაზ ქემოკლიძე, ლაშა ჭელიძე, რომან ახალკაცი, ვალტერ გუჩუა, კახა კვეტენაძე, ზურაბ იონანიძე (ანდრეი პოროშინი, 46), მალხაზ ასათიანი, დავით ჯანაშია.
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი.
გოლი: ჯანაშია (79).
გაფრთხილებები: ჭანტურია (23), იონსენი (62), ქემოკლიძე (79).
მსაჯები: პოლ მაკკეონი, ჯონ პეტერ კელი, მარტინ მოლონი; ჯონ ფეიგერი (ყველა ირლანდია).
საკვალიფიკაციო მეორე ეტაპი, პირველი მატჩი.
#17. „სპარტა“ (პრაღა, ჩეხეთი)-„ტორპედო“ 3:0 (2:0)
31.07.2002. პრაღა, „ლეტნა“. 9690 მაყურებელი.
„სპარტა“: შპიტი, გრიგერა, მარეში, პობორსკი (მიხალიკი, 60), ზელენკა, ნოვოტნი (კაპ.), სიონკო, ჰუბშმანი, იაროშიკი, იუნი (პოსპიშილი, 67), ბარანეკი (ბაბნიჩი, 81).
მწვრთნელი: იოზეფ იარაბინსკი.
„ტორპედო“: ზვიად სტურუა, ლაშა ჭელიძე, გივი დიდავა (კაპ.), ვახტანგ ხვადაგიანი, სევასტი თოდუა, რომან ახალკაცი (ზურაბ იონანიძე, 76), კახა კვეტენაძე (რევაზ ქემოკლიძე, 39), ვალტერ გუჩუა, მალხაზ ასათიანი, დავით ჯანაშია (შოთა ბაბუნაშვილი, 46), ანდრეი პოროშინი.
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი.
გოლები: ბარანეკი (7, 20), პოსპიშილი (75).
გაფრთხილებები: ხვადაგიანი (9), გუჩუა (54).
მსაჯი: კარლ-ერიკ ნილსონი, კენეტ პეტერსონი, პეტერ ეკსტრიომი; მარტინ ინგვარსონი (ყველა შვედეთი).
საკვალიფიკაციო მეორე ეტაპი, საპასუხო მატჩი.
#18. „ტორპედო“-„სპარტა“ 1:2 (1:1)
07.08.2002. ქუთაისი, „ცენტრალური“. 6187 მაყურებელი.
„ტორპედო“: გრიგოლ ჭანტურია, ლაშა ჭელიძე (ვახტანგ ხვადაგიანი, 70), მიხეილ მახვილაძე, რევაზ ქემოკლიძე, ვალტერ გუჩუა, შოთა ბაბუნაშვილი (რომან ახალკაცი, 65), კახა კვეტენაძე, დავით ჯანაშია, ანდრეი პოროშინი, მალხაზ ასათიანი, ზურაბ იონანიძე (კაპ.) (გაგა ჩხეტიანი, 80).
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი.
„სპარტა“: შპიტი, გრიგერა (ფლაჩბარტი, 77), ჰუბშმანი, ნოვოტნი (კაპ.), მარეში, პობორსკი, ზელენკა, იაროშიკი (სივოკი, 66), სიონკო (მიხალიკი, 59), ბაბნიჩი, იუნი.
მწვრთნელი: იოზეფ იარაბინსკი.
გოლები: იონანიძე (32), ზელენკა (42), იუნი (57).
გაფრთხილება: გუჩუა (56).
მსაჯები: კენეტ უილიამ კლარკი, ჯეიმს მაკბრაიდი, დევიდ დოჯი; დუგლას მაკდონალდი (ყველა შოტლანდია).
2003-2004წწ. უეფას თასი.
საკვალიფიკაციო პირველი ეტაპი, პირველი მატჩი.
#19. „ლანსი“ (საფრანგეთი)-„ტორპედო“ 3:0 (0:0)
14.08.2003. ლანსი, „ჟან-ფელიქს ბოლერი“. 26443 მაყურებელი.
„ლანსი“: იტანდჟე, ჟაბი (ტომერი, 46), რული, ფანი, ბაკი, რიგობერტ სონგი (კაპ.), პაპა ბოუბა დიოპი, დიანე (დაგუი ბაკარი, 66), სეიდუ კეიტა, მორეირა, ჯონ უტაკა.
მწვრთნელი: ჟოელ მიულერი.
„ტორპედო“: ზვიად სტურუა, ლაშა ჭელიძე, ვახტანგ ხვადაგიანი (კაპ.), მიხეილ მახვილაძე, სევასტი თოდუა, შოთა ბაბუნაშვილი, დავით გამეზარდაშვილი, რომან ახალკაცი, გიორგი ყიფიანი, ანდრეი პოროშინი (გიორგი ნერგაძე, 40), ზურაბ მუშკუდიანი (რევაზ კვერნაძე, 60).
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
გოლები: მორეირა (69), უტაკა (82), დიოპი (85).
გაფრთხილებები: გამეზარდაშვილი (13), დიოპი (72).
მსაჯი: დიტმარ დრაბეკი, მარკუს მაირი, ბერნჰარდ ზაუნერი; ფრანც მოსტბიოკი (ყველა ავსტრია).
საკვალიფიკაციო პირველი ეტაპი, საპასუხო მატჩი.
#20. „ტორპედო“-„ლანსი“ 0:2 (0:2)
28.08.2003. ქუთაისი, „ცენტრალური“. 8000 მაყურებელი.
„ტორპედო“: ზვიად სტურუა, ლაშა ჭელიძე, მიხეილ მახვილაძე, ვახტანგ ხვადაგიანი (კაპ.), სევასტი თოდუა, კახა კვეტენაძე (რევაზ კვერნაძე, 67), დავით გამეზარდაშვილი, რომან ახალკაცი (გიორგი ნერგაძე, 86), შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი ყიფიანი, ზვიად ქუთათელაძე (ალექსანდრე ლაღაძე, 67).
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
„ლანსი“: იტანდჟე, ჟაბი, ფანი, სონგი (კაპ.), რული (ლაჰორი, 42), ბაკი (დიანე, 68), სარი, კეიტა, დიოპი, ბაკარი, უტაკა (ტომერი, 79).
მწვრთნელი: ჟოელ მიულერი.
გოლები: ბაკარი (35, 41).
გაფრთხილება: რული (27).
მსაჯები: ფერენც ბედე, ტიბორ ვამოში, ატილა კელემენი; ატილა დუბრავიცკი (ყველა უნგრეთი).
2005-2006წწ. უეფას თასი.
საკვალიფიკაციო პირველი ეტაპი, პირველი მატჩი.
#21. „ტორპედო“-„ბატე“ (ბორისოვი, ბელარუსი) 0:1 (0:1)
14.07.2005. თბილისი, „მიხეილ მესხი“. 1000 მაყურებელი.
„ტორპედო“: ნუკრი რევიშვილი, რატი ბარაბაძე, დავით გამეზარდაშვილი (კაპ.) (შალვა ფრანგიშვილი, 80), დავით ბაქრაძე, თემურ რაქვიაშვილი, მიხეილ სოსელია (კობა შალამბერიძე, 52), ზვიად ჩხეტიანი (მიხეილ ტეხოვი, 46), დავით ბოლქვაძე, გიგლა ახალაია, მიხეილ კაკალაძე, რევაზ ჯიქია.
მწვრთნელი: ოთარ გაბელია.
„ბატე“: ფედოროვიჩი, ლიხტაროვიჩი, მოლოში, რადკოვი, ბაგა, გარკუშა, ერმაკოვიჩი (კაპ.), რუბნენკო (ვიშნიაკოვი, 52), ლებედევი (ბარანოვი, 81), კობეცი, სტასევიჩი (ჟავნერჩიკი, 72).
მწვრთნელი: იგორ კრიუშენკო.
გოლი: ბაგა (26, პენ.).
გამოუყენებელი პენალტი: კაკალაძე (84).
გაფრთხილებები: რაქვიაშვილი (8), ბაქრაძე (25), სოსელია (43), ჩხეტიანი (44), ერმაკოვიჩი (89).
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი, ოდ არნე ვანგენი, ფრანკ ანდასი; ოვინდ ალაპნესი (ნორვეგია).
საკვალიფიკაციო პირველი ეტაპი, საპასუხო მატჩი.
#22. „ბატე“-„ტორპედო“ 5:0 (5:0)
28.07.2005. ბორისოვი, ქალაქის სტადიონი.
„ბატე“: ფედოროვიჩი, ლიხტაროვიჩი (ბარანოვი, 64), მოლოში, რადკოვი, ბაგა, გარკუშა, ერმაკოვიჩი (კაპ.), რუბნენკო (სკრიპჩენკო, 46), ლებედევი (ვიშნიაკოვი, 60), კობეცი, სტასევიჩი.
მწვრთნელი: იგორ კრიუშენკო.
„ტორპედო“: ნუკრი რევიშვილი (კაპ.), რატი ბარაბაძე, ირაკლი ჯანჯალია (გიორგი ჩახუნაშვილი, 50), გიგლა ახალაია, კობა შალამბერიძე, შალვა ფრანგიშვილი, მიხეილ ტეხოვი, ერეკლე ზივზივაძე (კონსტანტინე კვეტენაძე, 58), მამუკა ღონღაძე, დავით ხატიაშვილი (ლევან კვირიკაშვილი, 48), მიხეილ სოსელია.
მწვრთნელი: ოთარ გაბელია.
გოლები: მოლოში (10), ლებედევი (21, 36), რუბნენკო (38, 43).
გაფრთხილება: ა. რადკოვი (87).
მსაჯი: გალინ მოსკალევი, ვენტისლავ გავრილოვი, კრასიმირ კერეზოვი; ნიკოლაი ანგელოვი (ყველა ბულგარეთი).









