ფეხბურთი

15:31 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედოს” დუბლშემადგენლობას ჭაღიაშვილი გაწვრთნის

ქუთაისის “ტორპედოს” დუბლშემადგენლობას ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ჭაღიაშვილმა დუბლშემადგენლობის თავკაცის პოსტზე გია გიგატაძე შეცვალა. აქამდე, 32 წლის სპეციალისტი თბილისის “ლოკომოტივში” მუშაობდა, სადაც პირველი გუნდიც გაუწვრთნია და ასაკობრივებიც.

ლაშა ჭაღიაშვილი: “ტორპედოს” დუბლებში ნიჭიერი ფეხბურთელები არიან შეკრებილნი, რაზეც ჩემამდე იზრუნა გუნდის ხელძღვანელობამ. ისევე, როგორც პირველ გუნდში, კონკურენცია ჩვენთანაც საკმაოდ დიდია. ყველა ფეხბურთელს თანაბრად მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. ვფიქრობ, რომ დღევანდელი შემადგენლობიდან არა მარტო ძირითად გუნდში მოხვდებიან ფეხბურთელები, არამედ, ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში და იმედი მაქვს, შემდეგ ეროვნულ ნაკრებშიც. ეს ის თაობაა, რომელიც თავის სიტყვას იტყვის ქართულ ფეხბურთში. ახალი სეზონის წინ გუნდი უკვე საბოლოოდ დაკომპლექტდა. ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ, რომელსაც თბილისის “ლოკომოტივიდან” რამდენიმე ფეხბურთელი დაემატა".

ახალი მწვრთნელის დებიუტი „ტორპედოს” დუბლებში 11 აგვისტოს შედგება, როდესაც ქუთაისელები რუსთავის “მეტალურგის” სარეზერვო გუნდს უმასპინძლებენ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113326