ქუთაისის “ტორპედომ” რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი საჩხერის “ჩიხურასთან” ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.
საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ვებგვერდის ცნობით, განვლილი სპარინგი გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:
“ტორპედო”: ადამია, გელაშვილი, ადამაძე, თოდუა, ჩადუნელი (ცაბუტაშვილი, 49), ელიავა (ხარაბაძე, 68), ჩიკვილაძე, მამასახლისი, ტუღუში (ღვიტიძე, 55), ლექვთაძე (მარკოზაშვილი, 46), მამუკა ღონღაძე.
“ჩიხურა”: თევდორაძე, კაშია, გივი კვარაცხელია, ლომაშვილი, ოდიკაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი (საბა ლომია, 46), გიორგი დათუნაიშვილი (გიორგი ქიმაძე, 63), ჯიღაური, დეკანოიძე (მუმლაძე, 69), გაბედავა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე გავიდა. თენგიზ ჩიკვილაძემ კუთხური ჩამოაწოდა და თეიმურაზ მარკოზაშვილმა თავით ზუსტად დაარტყა.







