ორდღიანის შესვენების შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშები განაახლა. დღევანდელ წვრთნის პროცესში გუნდს მხოლოდ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში მივლენილი ფეხბურთელები აკლდნენ, რომელთა შორის გიორგი ფანცულაიაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან 19-წლამდელებთან ერთად შეკრებაზე გამგზავრებამდე გამართულ დასკვნით ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და იგი დღეს ინდივიდუალური პროგრამით მოემზადა.
სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზის შინაარსიანად გამოსაყენებლად ქუთაისური გუნდი საკონტროლო მატჩებსაც გამართავს. გია გეგუჩაძის შეგირდები 22 მარტს, უმაღლესლიგელ ფოთის „კოლხეთს“საწვრთნელ ბაზაზე უმასპინძლებენ, 25 მარტს კი დაგეგმილია მეორე ამხანაგური თამაშის ჩატარებაც -ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ.
www.fctorpedo.ge





