ფეხბურთი

12:44 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” განაჩენის მოლოდინში

 

კვირას, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში, ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” შორის მომხდარი არეულობის გამო (რომლის დროსაც მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები მოედანზე გადმოვიდნენ და შეურაცყოფა მიაყენეს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებსა და ქომაგებს) დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გადაწყვეტენ, როდის გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სდომა, რომელიც სავარაუდოდ საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” და მის სტადიონს მკაცრ სანქციებს და ჯარიმას დაუწესებს.

სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის მიხედვით (მუხლი 106, პუნქტი - 2): “მატჩის მსვლელობაში იმ პირების ჩარევა, რომლებიც არ არიან მოთამაშეები და კლუბის ოფიციალური პირები, რამაც გამოიწვია მასობრივი უწესრიგობა, რის გამოც ჩაიშალა მატჩი, დამნაშავე კლუბი ისჯება წაგების ჩათვლით და ჯარიმით. შესაბამისად მაყურებლის გარეშე 1-დან 5 მატჩამდე ჩატარებით, ან ნეიტრალურ სტადიონზე სხვა ქალაქში 1-დან 5 მატჩამდე ჩატარებით.”

ჯარიმა პირველ შემთხვევაში 10 ათასი ლარია, თუმცა სფფ-ში ამბობენ, რომ საგანგებო შემთხვევაში, კომიტეტს აქვს უფლება კოდექსით გათვალისწინებულზე გაცილებით მკაცრი სანქციები მიიღოს.

ბოლო ინფორმაციით, ჯერჯერობით არეულობის მონაწილე 16 ადამიანია დაკავებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099302