დიდხნიანი პაუზის შემდეგ “ბრუკლინის” მთავარმა მწვრთნელმა აივერი ჯონსონმა კვლავ გადაწყვიტა პარკეტზე შეეშვა 20 წლის ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია, რომელსაც თავის გამოსაჩენად ნიუ იორკულ დერბიში მეოთხე მეოთხედის ბოლო 2:05 წუთი მიეცა, თუმცა “თოკომ” ამ მცირე დროში მაინც მოასწრო შეტევაში ერთხელ ბურთის მოხსნა და 2 ქულის აღება. სამწუხაროდ თამაშის ბედი უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი გახლდათ, “ნიქსმა” მეტოქე 14 ქულიანი სხვაობით დაამარცხა 100:86.
მიმდინარე სეზონში უკვე მესამე ნიუ იორკული დერბი ვიხილეთ, თუმცა წინა ორისგან განსხვავებით, ამ მოვლენას ამჯერად “მედისონ სქვერ გარდენმა” უმასპინძლა. მატჩი ორივე გუნდმა ძალიან აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებიდან უშეღავათო ბრძოლა შემოგვთავაზეს, მცირე უპირატესობას “ბრუკლინი” ფლობდა, თუმცა მეოთხედის ბოლოს რამდენიმეჯერ უყურადღებოთ ითამაშეს და მეტოქე პერიმეტრზე სრულიად უმეთვალყურეოდ დატოვეს, რისთვისაც მყისიერად დაისაჯნენ, ჯერ კოუპლენდმა ჩააგდო სამიანი, შემდეგ ფელტონმა აიღო ზედიზედ 4 ქულა და პირველი მეოთხედიც 26:23 დამთავრდა “ნიუ იორკის” სასარგებლოდ.
მეორე თორმეტწუთეულის სტარტზე “ნეთსის” უკანახაზელებმა კეიტ ბოგანსმა და ჯო ჯონსონმა 2-2 სამქულიანი ჩააგდეს და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანეს 39:37, თუმცა პარკეტზე დაბრუნებულმა კარმელო ენტონიმ თავისი შედეგიანი თამაშით კვლავ შეცვალა თამაშის მიმდინარეობა და სურათი. მან ბოლო 5 წუთში 9 ქულა აიღო და მასპინძლები კვლავ გალიდერდნენ 52:48. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ძალიან სუსტია ბრუკ ლოპესი დაცვაში თამაშისას, მან პირწმინდად წააგო დუელი ტაისონ ჩენდლერთან. მთელი შეხვედრის განმავლობაში რაიმონდ ფელტონი მეტოქის 3 წამიან ზონაში მაღალ ბურთებს უკიდებდა ჩენდლერს, რომელიც “სლემ დანქებით” ასრულებდა ამ კომბინაციას. აივერი ჯონსონმა სცადა და ბრაზილიელ ცენტრს ენდრიუ ბლაჩიც დაახმარა, თუმცა ამან შედეგი მაინც არ გამოიღო, რადგან არც ეს უკანასკნელი გახლავთ დაცვაში ძლიერი მოთამაშე.
მესამე მეოთხედის საწყის ხუთ წუთში თავის თავზე აიღო თამაში დერონ უილიამსმა, “ბრუკლინმა” 13:4 მოიგო ეს პერიოდი, “ნეთსის” გამთამაშებლის ანგარიშზე კი 9 ქულა გახლდათ. მაიკ ბრაუნმა სასწრაფოდ ტაიმ აუტი აიღო პარკეტზე უკვე სრულიად გამოფხიზლებული “ნიქსი” დაბრუნდა. ფელტონმა და ჩენდლერმა ზედიზედ ორჯერ ბრწყინვალედ გაითამაშეს “ალე ჰუპი”, შემდეგ კოუპლენდმა შორეული ნასროლი ზუსტად მოათავსა კალათში და ანგარიში კვლავ გათანაბრდა. ამჯერად კრიტიკული სიტუაცია სტუმრებს დაუდგათ, რომლებიც გაუთავებლად ათამაშებდნენ ბურთს პერიმეტრზე და შეტევის შედეგიანად დასრულება უჭირდათ, გამოჩნდა, რომ “ბრუკლინს” ამჟამად გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, რომელიც ესეთ დროს საკუთარ თავზე აიღებს თამაშს, რიგ მომენტებში აივერი ჯონსონის გუნდი ზედმეტად გუნდურ კალათბურთს თამაშობდა, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა. უკანასკნელი მეოთხედის სტარტზე კვლავ აფეთქდა კარმელო ენტონი, რომელიც პრაქტიკულად ყველა პოზიციიდან აგდებდა ბურთებს და მასპინძლები შეხვედრის დასრულებამდე 2:33 წუთით ადრე 18 ქულიანი სხვაობით მოწყდნენ მეტოქეს, ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ, “ბრუკლინმა” დარჩენილ დროში სათადარიგო მოთამაშეებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რამაც რათქმაუნდა თამაშის საერთო სურათი ვეღარ შეცვალა, საბოლოოდ 100:86, “ნიქსმა” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
სტუმართა შორის საუკეთესო დერონ უილიამსი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა: 16ქულა, 10 შედეგიანი პასი და 5 მოხსნა, ხოლო “ნიუ იორკელთა” შორის გამოირჩა გუნდის უდავო ლიდერი კარმელო ენტონი 31 ქულით.
“ატლანტამ” საკუთარ დარბაზში დასავლ კონფერენციის ლიდერ “ოკლაჰომას უმასპინძლა. “ჰოუქსმა” პირველ მეოთხედში არაფერი დაუთმო მეტოქეს, თუმცა შემდგომ უკვე გამოიკვეთა “თანდერის” მოთამაშეთა მაღალი კლასი, შეუჩერებელნი გახლდნენ კევინ დურანტი (41ქულა) და რასელ უესტბრუკი (27ქ+11პასი), რომელთაც კარგი თამაშის წყალობით სტუმრებმა მეორე თორმეტი წუთი 11 ქულიანი სხვაობით მოიგეს და უკან აღარც მოუხედავთ, საბოლოოდ 100:92 “ოკლაჰომას” სასარგებლოდ, რომელიც 21 მოგებით და 4 წაგებით დამაჯერებლად ლიდერობს რეგულარულ გათამაშებას.
ლარი დრიუმ ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან ჩართო თამაშში ზაზა ფაჩულია. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 18:28 წუთი დაყო და ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 6 ქულით (3-8 ორქულიანი) და 10 მოხსნით (5 მეტოქის ფარზე) შეეწია.
დღევანდელი წარუმატებელი თამაშის მიუხედავად “ჰოუქსი” 15 მოგებით და 8 მარცხით მაინც ინარჩუნებს მესამე ადგილს აღმოსავლეთ კონფერენციაში.
ნიუ იორკი – ბრუკლინი 100:86 (26:23, 26:25, 23:19, 25:19)
ნიუ იორკი: კიდი (7), ფელტონი (8), ჩენდლერი (16+12მ), ენტონი (31), ბრიუერი (2); სმიტი (19), ტომასი (1), კოუპლენდი (8), პრიჟიონი (6), ვაითი
ბრუკლინი: უილიამსი (16+10პ), ჯონსონი (17), ლოპესი (16+10მ), ჰამფრიზი, ვოლესი (6); ბლაჩი (7), უოტსონი (7), ტელეტოვიჩი, ტეილორი (4), შენგელია (2), ბოგანსი (11), ევანსი
ატლანტა – ოკლაჰომა 92:100 (20:23, 32:21, 25:18, 27:26)
ატლანტა: ტიგი (19), ჰორფორდი (13), სმიტი (17+12მ), კორვერი (9), სტივენსონი; ვილიამსი (13), ფაჩულია (6), ჯონსონი (1), მორროუ (8), ტოლივერი (6)
ოკლაჰომა: ვესტბრუკი (27+11პ), სეფალოშა (9), პერკინსი (2), იბაკა (4), დურანტი (41); მარტინი (6), კოლისონი, ტაბიტი (6), მეინორი, ლემბი (5)
ტორონტო – დეტროიტი 97:91 (27:23, 22:26, 24:22, 24:20)
ტორონტო: კალდერონი (7), დეროზანი (23), ვალანჩუნასი (12), დევისი (11), პიეტრუსი (7); ჯონსონი (5), როსი (9),კლეიზა (5), ანდერსონი (16), ლუკასი (2)
დეტროიტი: ნაითი (2), სინგლერი (9), მონრო (35+10მ), მაქსიელი (6), პრინსი (9); დრამონდი (6), სტაკი (13), ვილანუევა (8), დაიე (3)
ორლანდო – ვაშინგტონი 90:83 (27:26, 25:24, 24:13, 14:20)
ორლანდო: ნელსონი (8), ჰარკლესი (9), ვუჩევიჩი (8), დევისი (12), აფლალო (15); მური (15), აიონი (3), მაკრობერტსი (3), ნიკოლსონი, რედიკი (17)
ვაშინგტონი: კროუფორდი (19), ოკაფორი (8), ლივინგსტონი (2), ვებსტერი (11), ბარონი (2); მარტინი (11), ნენე (20), სერაფინი (6), სინგლეტონი (4)
ინდიანა – იუტა 104:84 (31:23, 22:8, 23:20, 28:33)
ინდიანა: ჰილი (20), სტეფენსონი, ჰიბერტი (12), ვესტი (13), ჯორჯი (20); იანგი (2), ტ. ჰენსბრო (5), გრინი (21), მაინმი, ოგუსტინი (7), პენდერგრაფი (2), პლამლი (2)
იუტა: მო. უილიამსი (11), ფოი (7), ჯეფერსონი (4), მილსაპი (7), მა. უილიამსი (6); ვოტსონი (2), ფეივორსი (16), კანტერი (9), კეროლი (2), ჰაივარდი (8), ბურქსი (12)
ბოსტონი – კლივლენდი 103:91 (27:25, 27:21, 28:26, 21:19)
ბოსტონი: რონდო (20), ტერი (15), გარნეტი (12), კოლინზი (1), პირსი (40); ვილკოქსი (), სალინჯერი (2), ლი (6), ბარბოსა, გრინი (3), ბასი (4)
კლივლენდი: ირვინგი (22), ვეიტერსი (13), ტომფსონი (11), ჯი (11), ზელერი (20); მაილსი (3), ვოლტონი (3), სლოუნი (3), ჯონსი (2), სამუელსი (3)
ჰიუსტონი – ფილადელფია 125:103 (33:24, 23:27, 33:28, 36:24)
ჰიუსტონი: ლინი (18), ჰარდენი (33), აშიკი (17), პარსონსი (9), მორისი(14); დუგლასი (17), სმიტი (13), დელფინო, მოტეუნასი (4)
ფილადელფია: ვეინსი (2), რიჩარდსონი (11), ბრაუნი (2), თ. იანგი (17), თერნერი (6); ჰოუსი (14), ნ. იანგი (21), რაიტი (20), აივი (), ალენი (10), ვილკინსი
ფინიქსი – შარლოტი 121:104 (28:27, 36:19, 33:22, 24:36)
ფინიქსი: დრაგიჩი (21+11პ), ბრაუნი (26), გორტატი (8), სკოლა (12), დადლი (20); ტელფაირი (11), ონილი (4), ტაკერი (10), მორისი (2), ბისლი (7), ზილერი
შარლოტი: ვოკერი (27), ჰენდერსონი (4), ბიიომბო (2), მულენსი (13), კიდ-გილკრისტი (25); სეშენსი (2),გორდონი (15), ტეილორი (10), ჰეივუდი (6)
მემფისი – მილუოკი 90:80 (21:22, 22:12, 23:17, 24:29)
მემფისი: კონლი (11), ალენი (8), გასოლი (12+12მ), რენდოლფი (15+17მ), გეი (13); პონდექსტერი (7), სპეითსი (10), ბეილისი (8), ელინგტონი (2), არტური (4)
მილუოკი: ჯენინგსი (26), ელისი (4),სანდერსი (8), მბა მოუტე (4), დანიელსი (12); დანლივი (7), იუდო (2), გუდენი (2), ჰენსონი (2), ილიასოვა (5), ჰარისი, ლემბი (8)
საკრამენტო – გოლდენ სტეიტი 131:127 (33:24, 30:31, 36:33, 32:39)
საკრამენტო: ბრუქსი (23), გარსია (5), კაზინსი (24), ტომპსონი (10+15მ), სალმონსი (17); ჰოუსი (3), ტომასი (11), ტორნტონი (19), რობინსონი (4), ფრედიტი (15)
გოლდენ სტეიტი: კარი (32), ტომპსონი (11), ეზელი (2), ლი (29), ბარნსი (4); ბიედრინსი (2), ლენდრი (14), ჯეკი (28), გრინი (2), ჯენკინსი (2), ჯეფერსონი (1)
კლიპერსი – ნიუ ორლეანი 93:77 (22:16, 26:22, 27:18, 18:21)
კლიპერსი: პოლი (10+12პ)), გრინი (6), ჯორდანი (12), გრიფინი (18), ბატლერი (6); კროუფორდი (17), ოდომი (4), ჰოლინზი (2), ბლედსოუ (4), ტურიაფი (3), ბარნსი (11)
ნიუ ორლეანი; რივერსი (3), ვასკესი (5), ლოპესი (22), დევისი (16), ტომასი (3); ანდერსონი (7), მილერი (4), ანრი (2), რობერტსი (7), მასონი (8)
დასავლეთი
| 1. | ოკლაჰომა | 25 | 21 | 4 | 2639:2403 | 0.840 |
| 2. | კლიპერსი | 25 | 19 | 6 | 2532:2311 | 0.760 |
| 3. | მემფისი | 23 | 17 | 6 | 2210:2059 | 0.739 |
| 4. | სან ანტონიო | 27 | 19 | 8 | 2818:2644 | 0.704 |
| 5. | გოლდენ სტეიტი | 26 | 17 | 9 | 2620:2588 | 0.654 |
| 6. | დენვერი | 26 | 14 | 12 | 2653:2620 | 0.538 |
| 7. | მინესოტა | 23 | 12 | 11 | 2197:2172 | 0.522 |
| 8. | ჰიუსტონი | 25 | 13 | 12 | 2620:2592 | 0.520 |
| 9. | იუტა | 27 | 14 | 13 | 2673:2673 | 0.519 |
| 10. | დალასი | 25 | 12 | 13 | 2504:2538 | 0.480 |
| 11. | პორტლენდი | 23 | 11 | 12 | 2233:2298 | 0.478 |
| 12. | ლეიკერსი | 26 | 12 | 14 | 2653:2583 | 0.462 |
| 13. | ფინიქსი | 26 | 11 | 15 | 2555:2626 | 0.423 |
| 14. | საკრამენტო | 25 | 8 | 17 | 2396:2550 | 0.320 |
| 15. | ნიუ ორლეანი | 25 | 5 | 20 | 2287:2453 | 0.200 |
აღმოსავლეთი
| 1. | ნიუ იორკი | 25 | 19 | 6 | 2570:2405 | 0.760 |
| 2. | მაიამი | 22 | 16 | 6 | 2269:2153 | 0.727 |
| 3. | ატლანტა | 23 | 15 | 8 | 2228:2172 | 0.652 |
| 4. | ჩიკაგო | 24 | 14 | 10 | 2227:2168 | 0.583 |
| 5. | მილუოკი | 24 | 13 | 11 | 2291:2322 | 0.542 |
| 6. | ინდიანა | 26 | 14 | 12 | 2382:2352 | 0.538 |
| 7. | ბრუკლინი | 25 | 13 | 12 | 2382:2349 | 0.520 |
| 8. | ბოსტონი | 25 | 13 | 12 | 2433:2443 | 0.520 |
| 9. | ორლანდო | 25 | 12 | 13 | 2321:2356 | 0.480 |
| 10. | ფილადელფია | 26 | 12 | 14 | 2424:2519 | 0.462 |
| 11. | ტორონტო | 27 | 8 | 19 | 2598:2720 | 0.296 |
| 12. | შარლოტი | 25 | 7 | 18 | 2411:2611 | 0.280 |
| 13. | დეტროიტი | 28 | 7 | 21 | 2612:2715 | 0.250 |
| 14. | კლივლენდი | 27 | 5 | 22 | 2540:2710 | 0.185 |
| 15. | ვაშინგტონი | 23 | 3 | 20 | 2064:2237 | 0.130 |
გიორგი ბარბაქაძე







