რაფაელ ნადალის მთავარმა მწვრთნელმა და ამავდროულად ბიძამისმა ტონი ნადალმა, პრესასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რაფაელ ნადალი უკვე 7 წელია, ტკივილის მიუხედავად, მაინც თამაშობს უმაღლეს დონეზე ჩოგბურთს.
“რაფა ერთადერთი მოთამაშეა მთელს საჩოგბურთო ტურში, რომელსაც შეუძლია, ცუდი თამაშის ფონზე, მაინც მოახერხოს გამარჯვების მოპოვება. მას ხომ 2005 წლიდან, ყველა მატჩის წინ ტკივილის გადალახვა უწევს”, – ციტირებს ტონი ნადალის სიტყვებს Tennisworldusa.org.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ჩოგბურთელი, მუხლების ტრავმების გამო, 2012 წლის “უიმბლდონის” შემდგომ აღარ გამოჩენილა კორტებზე.
გიორგი ბარბაქაძე









