ფეხბურთი

0:05 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტომაზო როკი სერია B-ში ითამაშებს

36 წლის იტალიელი თავდამსხმელი ტომაზო როკი კარიერას სერია B-ში განაგრძობს. “ლაციოს” ლეგენდა, სეზონის ბოლომდე, “პადოვაში” ითამაშებს.

ტომაზო როკი “ლაციოში” 2004-2012 წლებში თამაშობდა. ის, რომაული გუნდის მაისურით ჩატარებული მატჩების (281) მიხედვით კლუბის ისტორიაში მე-9 ადგილს იკავებს, ხოლო გატანილი გოლებით (105), როკი მეხუთეა.

2013 წლის იანვარში, ტომაზო როკი “ინტერში” გადავიდა, საიდან წასვლის შემდეგაც, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109288