ძიუდო

12:12 | 12.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოში ქართული უშედეგობა გრძელდება

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან წიკლაურმა და დავით კუპრაშვილმა ტოკიოს დიდ სლემზე მედლის მოპოვების შანსი საწყის ეტაპზევე დაკარგეს.
წიკლაური იაპონურ ტატამზე ორჯერ გავიდა. შეჯიბრი ლატვიელი აიგარს მილენბერგსის წმინდად ძლევით დაიწყო, მაგრამ უზბეკ შოკირ მუმინოვთან უკვე თავად წამოეგო იპონზე. კუპრაშვილს კი პირველ მეტოქედ იაპონელი კაცუში მაცუმოტო ერგო და 2 იუკოთი დამარცხდა. შეგახსენებთ, გუშინ ანალოგიურად, წარუმატებლად იჭიდავეს ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და შალვა ქარდავამაც (66 კგ).
დღეს მედლები 73 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც თამაშდება, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ამ წონებში წარმომადგენლები არ ჰყავს. ამირან ტოტიკაშვილის გუნდის დარჩენილი 4 წევრი – ლომერ ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და იოსებ მსხალაძე (ორივე +100 კგ) კიმონოებს ხვალ მოირგებენ.

ოთარ მაღლაკელიძე

0.094939