სხვა

16:30 | 26.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი მეოთხეა, გაგამარუ – მეშვიდე

პროფესიული სუმოს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, მომავალ ბაშოზე უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში კვლავაც ორი ქართველი სეკიტორი – ტოჩინოშინი და გაგამარუ იასპარეზებს, ქართული სუმოს პიონერი კოკაი კი ისევ რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში გაირჯება.
ქართველთაგან უმაღლესი ტიტული ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს გააჩნია, რომელიც ივლისის ბაშოზე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით გაირჯება. აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას ტიტული მიეკუთვნა თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს. რაც შეეხება ლევან ცაგურიას ანუ კოკაის, იგი ძურიოში აღმოსავლეთის მე-7 საფეხურამდე დაწინაურდა.
ბანძუკეში უმაღლესი იოკოძუნას სტატუსი ისევ მხოლოდ მონღოლ ჰაკუჰოს გააჩნია, მასთან უახლოესი აღმოსავლეთის პირველი ოძეკის პოზიცია კი კისენოსატომ დაიკავა. დასავლეთში ამგვარი პატივი კოტოშოგიკუს ერგო. უძლიერესმა იაპონელმა სუმოისტებმა რეიტინგში ესტონელ ბარუტოსა და მონღოლ ჰარუმაფუჯის გადაასწრეს.
პროფესიული სუმოს მე-3 იერარქიული საფეხურს (სეკივაკე) უწია ტოჩიოძანმა, რომელიც მაისში სუპერფინალურ შერკინებაში კიოკუტენჰოს შეებრძოლა, თავად ნაცუ ბაშოს ტრიუმფატორი კი მხოლოდ აღმოავლეთის პირველი მაეგაშირას ტიტულამდე აღზევდა.
“მრავალმხრივ დრაკონად” წოდებულმა მიოგირიუმ, რომელმაც ზაფხულის ტურნირზე ერთბაშად ოთხი ოძეკი დაამარცხა, პირველად კარიერაში კომუსუბის ტიტული მიიღო. 26 წლის ბულგარელმა აოიამამ კი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდება მიიღო, რითაც ასევე პირადი რეკორდი დაამყარა.
ძურიოდან ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს დაუბრუნდნენ ტამაასუკა, 100-კილოგრამიანი ჩეხი ტაკანოიამა, 21 წლის მასუნოიამა, ჰოტიამა და იკიოი.
დასასრულ შეგახსენებთ, რომ მომდევნო ბაშო 8-22 ივლისს შედგება და მას აიჩის პრეფექტურის ქალაქი ნაგოია უმასპინძლებს.

 

ივნისის ბანძუკე

აღმოსავლეთი წოდება დასავლეთი
ჰაკუჰო იოკოძუნა  
კისენოსატო ოძეკი კოტოშოგიკუ
ბარუტო ოძეკი ჰარუმაფუჯი
კოტოოშუ ოძეკი კაკურიუ
გოეიდო სეკივაკე ტოჩიოძანი
მიოგირიუ კომუსუბი ტოიონოშიმა
კიოკუტენჰო მაეგაშირა 1 ამინიშიკი
აოიამა მაეგაშირა 2 ოკინოუმი
ვაკაკოიუ მაეგაშირა 3 შოჰოძანი
ტოჩინოშინი მაეგაშირა 4 ტაკეკაძე
არანი მაეგაშირა 5 ტაკაიასუ
ჰომაშო მაეგაშირა 6 შოტენრო
გაგამარუ მაეგაშირა 7 ტოიოჰიბიკი
იოშიკაძე მაეგაშირა 8 კაისეი
მიაბიამა მაეგაშირა 9 ტოკიტენკუ
ტამაასუკა მაეგაშირა 10 ტაკარაფუჯი
ტამავაში მაეგაშირა 11 კიტატაიკი
სადანოფუჯი მაეგაშირა 12 ტაკანოიამა
დაიდო მაეგაშირა 13 მასუნოიამა
ტოჩინოვაკა მაეგაშირა 14 ვაკანოსატო
ჰოტიამა მაეგაშირა 15 ჩიოტაირიუ
იკიოი მაეგაშირა 16

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.079571