სხვა

13:47 | 8.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი დაუმარცხებელია

ნაცუ ბაშოს სამი დღის თავზე დაუმარცხებელი ათი სუმოისტი დარჩა და სასიხარულოა, რომ მათ შორის ქართველი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინიც იმყოფება. აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინიმ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ტურნირი ძალიან ყოჩაღად დაიწყო და როგორც სჩანს, სატიტულო მატებას სერიოზულად უმიზნებს.
ტოჩინოშინის მორიგი “მსხვერპლი” მე-9 მაეგაშირა ტოკიტენკუ გახდა. 24 წლის ქართველმა მონღოლი მოწინააღმდეგე უვატენაგეთი დაამარცხა, მომდევნო შერკინება კი მე-13 მაეგაშირა ტენკაიჰოსთან უწევს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში იორიკირით ჰყავს დამარცხებული.
ოძეკების – კისენოსატოსა და ბარუტოს დარად, ლიდერთა შორისაა ასეთივე რანგის მქონე კოტოშოგიკუც, რომელმაც ქართველი გოლიათი, მე-2 მაეგაშირა  თეიმურაზ ჯუღელი ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხა. ფუკუოკელი სეკიტორი გაგამარუს გამალებით ეკვეთა და დოჰიოზე იორიტაოშით დასცა. ჯუღელს ნაცუ ბაშოს მე-4 დღესაც მძიმე ბრძოლა ელის, რადგანაც მის პირისპირ ხსენებული კისენოსატო დადგება. შარშან სექტემბრიდან მოყოლებული იაპონელს ჯუღელი სამჯერ ჰყავს დამარცხებული.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში “მეორე სუნთქვა” გაეხსნა ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას. როგორც სჩანს, კოკაიმ მძიმე ტრავმა სრულად მოიშუშა და შედეგიც სახეზეა: ზედიზედ მე-3 გამარჯვება. მე-11 განთესვის მქონე “შავმა” ზღვამ მე-10 ნომერი სატოიამა ოშიდაშით დაჯაბნა და ტამაასუკასთანა (მე-2) და კოტოიუკისთან (მე-4) ერთად გალიდერდა. ხვალ, კოკაი მე-7 რეიტინგის მქონე ოივატოს დაუპირისპირდება. 31 წლის ცაგურიას ერთი წლით უმცროსი იაპონელი იანვარში ჰყავს დამარცხებული, მარტში კი მეტოქემ რევანში აიღო.

 

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=BRIMejunuwQ

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164133