ჭადრაკი

13:54 | 19.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტიტულს ჩინელები გაითამაშებენ

თურქეთის ქალაქ ანთაქიაში მიმდინარე საჭადრაკო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ჩინელები – ლუფეი რუანი (2480) და იიფან ჰოუ (2591) დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალში იიფანმა კლასიკურ პარტიებში ინდოელ ჰუმპი კონერუს (2600) 1.5:0.5 სძლია, რუანს კი თანამემამულე ქსუე ჟაოს (2474) დასამარცხებლად ტაი-ბრეიკზე თამაში დასჭირდა – 2.5:1.5. ფინალური დაპირისპირება 20 დეკემბერს აიღებს სტარტს და 4 დღის განმავლობაში ამდენივე პარტია გაიმართება, საყაიმო ანგარიშის შემთხვევაში კი, 24-ში ტაი-ბრეიკია დანიშნული. მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 450 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 60 ათასს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091654