ჩოგბურთი

15:15 | 7.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

თითო მოგება ძირითად ბადემდე

ქართველ ჩოგბურთელებს სოფო ქვაცაბაიას და ეკატერინე გორგოძეს გერმანიის ქალაქ ჰეჩინგენში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასასვლელად თითო მატჩის მოგებაღა სჭირდებათ.
ქვაცაბაიაც და გორგოძეც კვალიფიკაციაში მე-2 რაუნდიდან ჩაებნენ. პირველ ნომრად განთესილმა სოფომ უკრაინელი მარიანა ზაკარლიუკი 6:2, 6:2 დაამარცხა, ეკატერინემ (მე-13) კი რუს ამინატ კუშკოვას 6:4, 6:2 სძლია. დასკვნით რაუნდში ქვაცაბაიას მეტოქე გერმანელი ვერენა შმიდი იქნება, ხოლო გორგოძე მე-5 განთესვის მქონე კიდევ ერთ მასპინძელ ანა ზაიას ეთამაშება.
წყვილებში ქართველი ჩოგბურთელები რუს ჩუბაროვას და გერმანელ ენგელმანს გაეჯიბრებიან.
ბურსას 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში იაპონელ იუუკი ტანაკასთან მოსინჯავს ძალებს თამარ ჭალაგანიძე. წყვილთა შეჯიბრში ჭალაგანიძე და ინდოელი სმრიტი ჯოონი ინდოელვე ბავისეტის და რუს პუშკარევას დაუპირისპირდებიან, ხოლო ბაბილინა მაჩაიძე და ესპანელი ნურია პარიზას-დიაზი – იაპონელ კავასაკის და ავსტრალიელ მიაკიავას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091063