ფეხბურთი

17:39 | 4.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიმოშჩუკმა “ბაიერნიდან” წასვლა გადაწყვიტა

უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 34 წლის ნახევარმცველი ანატოლი ტიმოშჩუკი სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის “ბაიერნიდან” წასვლას გეგმავს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტიმოშჩუკი მიუნხენურ კლუბში დარჩენას ახალი კონტრაქტის შეთავაზების შემთხვევაშიც არ აპირებს.

“წასვლას ვფიქრობ. რა აზრი აქვს, კლუბს ახალი კონტრაქტის შესახებ ველაპარაკო, როდესაც არ ვთამაშობ?” - თქვა ტიმოშჩუკმა.

“ბაიერნმა” უკრაინელი “საყრდენი” 2009 წელს სანკტ-პეტერბურგის “ზენიტიდან” 11 მილიონ ევროდ შეიძინა. მან მიუნხენურ კლუბში 126 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117511