ფეხბურთი

17:43 | 6.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიმოშჩუკმა ახალი გუნდი უკვე შეარჩია

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ანატოლი ტიმოშჩკი აცხადებს, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მაგრამ უკრაინელი შუახაზელი არ ამხელს, რომელ კლუბში განაგრძობს კარიერას.

ტიმოშჩუკსა და “ბაიერნს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. ცნობილია, რომ ფეხბურთელი მიუნხენს დატოვებს. თავად ტიმოშჩუკი მხოლოდ იმას ამბობს, რომ კარიერას ევროპაში განაგრძობს.

“ჩემი ახალი კლუბი და “ბაიერნი” შეთანხმდნენ, რომ ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას სეზონის ბოლომდე არ გავახმაურებთ. უსიამოვნებები არ გვსურს და ამიტომ, განცხადებას სეზონის დასრულების შემდეგ გავაკეთებ. ვისთან გავაფორმე კონტრაქტი? მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კარიერას ერთ-ერთ ევროპულ კლუბში განვაგრძობ.” – ციტირებს ტიმოშჩუკის სიტყვებს Bild-ი.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტიმოშჩუკის შეძენის სურვილს “მილანი”, “ნაპოლი” და რამდენიმე რუსული კლუბი გამოთქვამდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113994