კალათბურთი

13:00 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიგი და ელისი გამოარჩიეს

ატლანტა ჰოუქსის” გამთამაშებელი ჯეფ ტიგი და “დალას მავერიქსის” მცველი მონტა ელისი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

“ჰოუქსმა” კვირის განმავლობაში ოთხიდან სამი მატჩი მოიგო, ტიგი კი საშუალოდ 20.2 ქულას და 5.7 პასს აგროვებდა. ჯორჯიელებმა პლეი ოფში თამაშიც გაინაღდეს.

ელისის საშუალო მაჩვენებლები 25.7 ქულა და 4.7 პასი გახლდათ. “ფინიქსთან” მატჩში, რომელშიც დალასელებმა პლეი ოფში ადგილი მოიპოვეს, ელისმა 37 ქულა ჩააგდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120072