ფეხბურთი

12:57 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო “მანჩესტერს” უახლოვდება

დიდია ალბათობა იმისა, რომ კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგდეს. Daily Mail-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედს” ბრაზილიური ფესვების მქონე ესპანელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს.

რამდენადაც ცნობილია, ნისლიან ალბიონზე გადასვლის შემთხვევაში, ტიაგოს წლიური ანაზღაურება 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება. ჯერჯერობით, ტრანსფერი ოფიციალურად არ დასტურდება, რადგან კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სავარაუდოდ, კატალონიელები ნიჭიერი შუახაზელის სანაცვლოდ 17 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ტიაგოს ხილვა “მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალსაც” სურთ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111625