ფეხბურთი

15:16 | 17.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტევესს მუნდიალზე თამაშის იმედი არ აქვს

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი კარლოს ტევესი შეგუებულია იმ აზრს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვერ გაემგზავრება.

“არა მგონია, ჩემმა თამაშმა არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის აზრი შეცვალოს. მწვრთნელები სამუნდიალო განაცხადში არ შემიყვანენ. უბრალოდ, ჩემი სამუშაოს შესრულებას ვცდილობ. სეზონი არ დასრულებულა. მინდა, “იუვენტუსთან” ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოვიგო”, - განუცხადა ტევესმა იტალიელ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ტევესს არგენტინის ნაკრებში 2011 წლიდან აღარ უხმობენ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113275