ფეხბურთი

13:08 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტევესს კარიერის დასრულება სამშობლოში სურს

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა კარლოს ტევესმა საფეხბურთო კარიერის სამშობლოში დასრულების სურვილი გამოთქვა. გარდა ამისა, არგენტინელმა ეროვნული ნაკრების შესახებაც ისაუბრა:

“დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებთან ერთად ვიქნები. არ ვიცი, საბელია რატომ არ მიძახებს. შესაძლოა, ეშინია. არ მწყინს, რომ ნაკრებში არ ვარ. არგენტინის ნაკრებში თამაში ძალიან მიყვარს, მაგრამ მწვრთნელმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ნაკრების მატჩების ყურება მიჭირს, რადგან ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. როდესაც “იუვენტუსთან” კონტრაქტი ამომეწურება, არგენტინაში დაბრუნებასა და “ბოკა ხუნიორსში” თამაშს ვისურვებდი”, - ციტირებს თავდამსხმელის სიტყვებს Goal-ი.

ცნობისათვის, 29 წლის ტევესმა ტურინელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061634