ფეხბურთი

14:13 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტევესი: "სკუდეტო უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი გოლები"

 

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის კარლო ტევესის განცხადებით, მისთვის სკუდეტო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პერსონალური გოლები.

არგენტინელ თავდამსხმელს იტალიის ჩემპიონატში 18 გოლი აქვს გატანილი და ლუკა ტონის ერთით, ხოლო ჩირო იმობილეს სამი ბურთით ჩამორჩება.

"უპირატესობას სკუდეტოს უფრო ვანიჭებ, რომელიც ჯერ არ მოგვიგია, ვიდრე ჩემ გოლებს. ჩემთვის არაფერი შეცვლილა, ყოველთვის მინდა გუნდს სარგებელი მოვუტანო. რაც შეეხება ჩემ ტრავმას, მუხლი მქონდა დაზიანებული, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ", _ ციტირებს კლუბის ოფიციალური საიტი ტევესის სიტყვებს.

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.093932