ჭადრაკი

21:59 | 27.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

თექვსმეტ მდევარში ოთხი ქართველია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირზე ხუთი ტური მიილია და 4 ლიდერიც გამოიკვეთა, რომელთაც ერთბაშად 16 მოჭადრაკე ნახევარი ქულით ჩამორჩება. მდევართა შორის 4 ქართველი მოჭადრაკეცაა.
თავდაპირველად, ლიდერებზე ვთქვათ. 5 ტურში 4.5 ქულის მოგროვება ტურნირის ფავორიტმა – ამერიკელმა გატა კამსკიმ (2713), აზერბაიჯანელებმა ელტაჯ საფარლიმა (2603) და რაუფ მამედოვმა (2660) და უკრაინელმა ევგენი მიროშნიჩენკომ (2686) მოახერხეს.
ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ აქტივში დავით მაღალაშვილს (2465), მალხაზ სულაშვილს (2498), ლუკა პაიჭაძესა (2467) და შოთა აზალაძეს (2443), რომლებიც შესაბამისად, მე-7, მე-17, მე-18 და მე-19 ადგილებზე იმყოფებიან.
ბაქოში მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 32. გაიოზ ნიგალიძე (2478) – 3.5; 36. კონსტანტინე შანავა (2556) – 3.0; 38. ივერი ჭიღლაძე (2375) – 3.0; 47. დავით ჯოჯუა (2530) – 3.0; 54. ლელა ჯავახიშვილი (2469) – 3.0 65. გიგა ყუფარაძე (2345) – 3.0; 104. გიორგი ხელაია (2115) – 2.0  
BAKU OPEN 2010-ის საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონს 10 ათასი დოლარი ერგება, მეორეზე გასული 7 500-ს დოლარს მიიღებს, მესამეადგილოსანი კი – 5 ათასს. ქალთა შორის გამარჯვებულისთვის პრიზი 600 დოლარს შეადგენს.
ტურნირში 12 ქვეყნის (ავღანეთი, აზერბაიჯანი, აშშ, ბელორუსია, გერმანია, თურქეთი, ირანი, ისრაელი, რუსეთი, საქართველო, უკრაინა, ჩეხეთი) 158 მოჭადრაკე მონაწილეობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091638