სხვა

18:21 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

თეიმურაზი შოთასთან დამარცხდა

ქართველ სუმოისტ თეიმურაზ ჯუღელს ჰაცუ ბაშოზე წარუმატებელი პერიოდი დაუდგა. გაგამარუს შიკონათი ცნობილ სეკიტორს წლის პირველ სუპერტურნირზე 6 მოგება და 2 წაგება ჰქონდა, თუმცა, მიჯრით 3 მარცხი შეემთხვა და მინიმალური დადებითი ბალანსიღა (კაჩი-კოში) გააჩნია.

აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ჯუღელმა მორიგი შერკინება იაპონელ შოთა ენდოსთან ჩაატარა და დასავლეთის მე-10 მაეგაშირასთან უვატენაგეთი დამარცხდა.

იაპონელმა სტარტზევე 199-კილოგრამიანი ქართველის მავაში იგდო ხელთ, შეატრიალა და გამარჯვების დაფიქსირება აღარ გასჭირვებია. ცნობისთვის, შოთამ მე-9 გამარჯვება იზეიმა და დაუმარცხებელ იოკოძუნა ჰაკუჰოს და 10 მოგების მიმთვლელ ოძეკი კაკურიუს კვალში უდგას.

გაგამარუს მომდევნო ორთაბრძოლა დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ტაკანოივასთან ელის, რომელსაც კარიერაში პირველად დაუპირისპირდება. ქართველ გოლიათს კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად დარჩენილი 4 შეხვედრიდან ორის მოგება მართებს.

ჰაცუ ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=33H7KjUluWU#t=0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117811