14 თებერვალს, თბილისში ევროპის საჭადრაკო კავშირის თავმჯდომარე, ბულგარელი სილვიო დანაილოვი ჩამოდის, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ორი დღე დარჩება.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გია გიორგაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ თბილისი მოჭადრაკე ქალთა ევროპის 2011 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატის ჩატარების სურვილს გამოთქვამს, რომელიც 7-დან 25 მაისის ჩათვლით არის დაგეგმილი. რადგან ევროპის ნომერ პირველი საჭადრაკო ჩინოვნიკი თბილისში ჩამოდის, კარგი შანსია, რომ ქალთა ინდივიდუაურ პირველობას საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლოს.
როლანდ ლაბუჩიძე







