ძიუდო

18:35 | 31.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის მსოფლიოს თასი რეიტინგშიც აისახა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისის მსოფლიოს თასის მონაწილეთათვის დარიცხული ქულები დააჯამა და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე მსოფლიოს ახალი რეიტინგ-სია გამოაქვეყნა. ქართულმა ტურნირმა მოწინავეთა რიგებში ვერაფერი შეცვალა, რადგან ბობოლებმა თბილისურ ტატამზე გასვლისგან თავი შეიკავეს. სამაგიეროდ, გვარიანი ცვლილებებია ქართველ სპორტსმენთა პირად რეიტინგებში.
საქართველოს ნაკრების ყველაზე მაღალრეიტინგიანი წევრი ისევ ამირან პაპინაშვილია (60 კგ), რომელიც ზაიზენბახერის შეგირდთაგან ერთადერთია, ვინც თავისი წონის საუკეთესო ათეულში შედის. თუმცა ამჯერად პაპინაშვილისთვისაც არაფერი შეცვლილა, რადგან მსოფლიოს თასი მანაც გამოტოვა. უმსუბუქეს წონით კატეგორიაში სპორტის სასახლეში საჩემპიონო 100 ქულა ბეთქილ შუკვანმა მიითვალა, 23-ე პოზიციიდან სამი ადგილით წინ წაიწია და შესაბამისად, ლიცენზიანტთა ნორმატივსაც ასრულებს.
შალვა ქარდავა (66 კგ) სალიცენზიო გრაფას უფრო მეტად ჩამორჩა - 13 ადგილით უკან დაიხია და ამჟამად 55-ე პოზიციაზეა. შესაბამისად, 66 კილოგრამი საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე პრობლემურ წონად რჩება. ერთადერთი სასიამოვნო სიახლე ლაშა შავდათუაშვილის რიგიანი დაწინაურებაა. ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონს მსოფლიოს თასის 100-მა ქულამ 66-საფეხურიანი ნახტომი გააკეთებინა.
73 კილოგრამშიც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა, თუმცა თბილისურმა ტურნირმა მდგომარეობა შედარებით გამოასწორა. ნუგზარ ტატალაშვილმა 31-ე ადგილიდან 27-ეზე აიწია. ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) 5 პოზიციით დაწინაურდა, ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) – 2-ით, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) – 2-ით, ხოლო ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) – 7-ით.
მსოფლიოს რეიტინგ-სიაში თბილისში მოპოვებული ქულებით შევიდნენ: ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ), ბექა ღვინიაშვილი (81 კგ), სოსო მსხალაძე, ირაკლი ქობლიანიძე (ორივე 100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ). ცნობისთვის, მსხალაძე აქამდე ძველი პასპორტით და ალექსანდრეს სახელით ჭიდაობდა და შესაბამისად, სიაში 2 სხვადასხვა პოზიცია უკავია. ეს რომ არა, ახლანდელზე 7-8 პოზიციით წინ იქნებოდა.
ქვემოთ ყველა ქართველი ძიუდოისტის სარეიტინგო მდგომარეობას, მამაკაცთა შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულებს და ოლიმპიურ თამაშებამდე დარჩენილ სალიცენზიო სარეიტინგო ტურნირების ჩამონათვალს გთავაზობთ.

60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)            2130
2 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია)            1150
3 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)            1144
4 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)            1104
5 არსენ გალსტიანი                    968
6 ამირან პაპინაშვილი                768
20 ბეთქილ შუკვანი                    422
43 დავით ასუმბანი                    225
86 პაატა მერებაშვილი                64
154 ნესტორ ხერგიანი                12

66 კგ

1 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)            1270
2 ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია)            1172
3 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)    1168
4 ალიმ გადანოვი (რუსეთი)            1102
5 მასაში ებინუმა (იაპონია)            1100
55 შალვა ქარდავა                    140
63 ლაშა შავდათუაშვილი                124
80 სანდრო იაკობაშვილი                72
94 დავით ასუმბანი                    56
142 გიორგი მკალავიშვილი            20
161 პაატა მერებაშვილი                16
171 მიხეილ ხომიზური                14
177 უჩა ხუციშვილი                    12
196 გიორგი შოშიაშვილი                10
219 არსენა მაჭარაშვილი                6

73 კგ

1 რიკი ნაკაია (იაპონია)                1660
2 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)            1634
3 დექს ელმონი (ჰოლანდია)            1260
4 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)            1260
5 მანსურ ისაევი (რუსეთი)                900
27 ნუგზარ ტატალაშვილი                344
45 თენგიზ პაპოშვილი                172
55 ამბაკო ავალიანი                    142
106 ზაზა კედელაშვილი                48
122 ზებედა რეხვიაშვილი                40
208 ზვიად ბაზანდარაშვილი            10
208 დავით კობერიძე                10
218 ზურაბ ნოზაძე                    8

81 კგ

1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)            1596
2 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)        1480
3 ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი)        1144
4 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)            926
5 ტრევის სტევენსი (აშშ)                874
23 ავთანდილ ჭრიკიშვილი                404
38 ლევან წიკლაური                294
69 დავით კარბელაშვილი                108
90 ბექა ღვინიაშვილი                60
130 დავით ქევხიშვილი                30
159 პაატა ღვინიაშვილი                20
215 იოსებ წელაური                    8
233 გიორგი ბაინდურაშვილი            6
233 დავით ჭაბუკაშვილი                6
257 გრიგოლ შინჯიკაშვილი            2

90 კგ

1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)            1586
2 დაიკი ნიშიამა (იაპონია)                1358
3 ტაკაში ონო (იაპონია)                1246
4 მასაში ნიშიამა (იაპონია)            1240
5 ტიაგო კამილო (ბრაზილია)            1000
11 ვარლამ ლიპარტელიანი                746
52 ზვიად გოგოჭური                166
97 მინდია ბოდაველი                42
99 საბა გავაშელიშვილი                40
99 ზურაბ ზვიადაური                40
112 ლაშა გურული                    30
146 გიორგი ცოციაშვილი                16
172 ბეთქილ ნავერიანი                6

100 კგ

1 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)                1444
2 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)            1406
3 ტაკამასა ანაი (იაპონია)                1326
4 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)            1240
5 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)            880
13 ლევან ჟორჟოლიანი                640
14 ირაკლი ცირეკიძე                598
65 დავით ლორიაშვილი                62
66 სოსო მსხალაძე                    60
77 ირაკლი ქობლიანიძე                40
85 ალექსანდრე მსხალაძე                36
119 ზურაბ ზვიადაური                18
130 რევაზ ჩიკოიძე                    16


+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)            1630
2 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)            1400
3 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)            1290
4 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)            1068
5 რაფაელ სილვა (ბრაზილია)            1038
21 ზვიად ხანჯალიაშვილი                390
30 ადამ ოქრუაშვილი                302
61 ლაშა გუჯეჯიანი                102
84 ნოდარ მეტრეველი                46
114 ლევან მატიაშვილი                16


4-5 თებერვალი – პარიზის დიდი სლემი
11-12 თებერვალი – ობერვარტის მსოფლიოს თასი
18-19 თებერვალი – დიუსელდორფის დიდი პრიზი
25-26 თებერვალი – პრაღას მსოფლიოს თასი
26-28 აპრილი – ევროპის ჩემპიონატი (ჩელიაბინსკი)

 

დიდი სლემის ჩემპიონ-პრიზიორებს 300, 180 და 120 სარეიტინგო ქულა ერგებათ, დიდი პრიზის მედალოსნებს - 200, 120 და 80 ქულა. მსოფლიოს თასის ოქრო 100 ქულად ფასობს, ვერცხლი – 60-ად, ხოლო ბრინჯაო – 40-ად. ევროპის ჩემპიონატზე კი, მედალოსნები 180, 108 და 72 ქულას მიიღებენ.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08537