ფეხბურთი

20:06 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამომ” “კოლხეთი” სტუმრად დაამარცხა

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, ფოთის “კოლხეთის” წინააღმდეგ გამართეს და მინიმალური ანგარიშით – 1:0 იმარჯვეს. მატჩი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, დედაქალაქელებმა ოთხი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. თამაშის 85–ე წუთზე კი გოლი ესპანელი კარლეს კოტოს გადაცემით მისმა თანამემამულე ჩისკომ გაიტანა.


კოლხეთი - დინამო (თბ) 0:1 (0:0)
კოლხეთი:
ბუბუტეიშვილი, კილასონია, ფარულავა, გოგონაია, კრასოვსკი, კვანტალიანი (ბუხაიძე 85), ჩადუნელი, ჯანაშია, ლორია, ქორჩილავა (მოისწრაფიშვილი 76), ხოშტარია (წაბრია 64)
დინამო: ლორია, შაშიაშვილი, კვარაცხელია, მილხრაუმი, სეთურიძე, ძარია, გრაიციარი, ალვარო (კოტო 75), მერებაშვილი (პაპავა 72), დვალი (ხოჭოლავა 88), ჩისკო
გოლი: 0:1 ჩისკო (85)
გაფრთხილება: კილასონია (64) გოგონაია (88) – შაშიაშვილი (68), ძარია (88)

 

http://www.fcdinamo.ge

ბადრი კეთილაძის ფოტო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14975