ჭადრაკი

14:34 | 15.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი ევროპის საჭადრაკო კავშირის ფავორიტია

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ესტუმრა და მინისტრ ლადო ვარძელაშვილს შეხვდა. ბულგარელი სილვიო დანაილოვის ორდღიანი ქართული ვიზიტის უმთავრესი მიზეზი, ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესის დათვალიერებაა. გარდა ამისა, სამუშაო გეგმა რამდენიმე საქმიან მოლაპარაკებასაც მოიცავს. მათ შორის თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრას.
ქალთა ევროპის 2011 წლის ინდივიდუალურ ჩემპიონატი მაისში უნდა გაიმართოს და საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.
"ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა. კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა 18 თებერვალს იწურება და მალევე შეირჩევა საუკეთესო ვარიანტი. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ჩემპიონატი თბილისში ჩატარდეს. საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა და მსგავსი ტურნირების ჩატარების გამოცდილებაც აქვს. გარდა ამისა, ახლახანს იყო მაია ჩიბურდანიძის 50 წლის იუბილე, მალე ნონა გაფრინდაშვილი 60 წლის გახდება. ეს მოჭადრაკეები ლეგენდები არიან და სიმბოლური იქნება ევროპის წლევანდელ ჩემპიონატს თბილისმა უმასპინძლოს” – განაცხადა სილვიო დანაილოვმა.
სპორტის მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისს შეუძლია, ევროპის პირველობას უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს. ქართველი მოჭადრაკეებისთვის კი, საკუთარ კედლებში თამაში წარმატებისთვის დამატებითი სტიმული იქნება.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08754