14-16 სექტემბერს თბილისის საცურაო აუზ “ოლიმპიკში” წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის A ჯგუფის მატჩები ჩატარდება, რომელშიც პირველად ისტორიაში საქართველოს ჩემპიონი – დედაქალაქური “ლიგამუსი-თბილისი” ითამაშებს.
ქართველ წყალბურთელთა მეტოქეები იქნებიან ესპანური “საბადელი”, ბელარუსული “ვიტბიჩ ვიტებსკი” და პოლონური “არკონია შჩეცინი”. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე საუკეთესო ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი გავა, მე-3 და მე-4 ადგილზე გასულები კი ევროპის თასის შესარჩევ ეტაპზე გადაინაცვლებენ.
თბილისის "ლიგამუსის" შემადგენლობა: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა კაპანაძე, კოტე გეგელაშვილი, სანდრო რუსიშვილი, ლევან ჩიკვინიძე, ტატო ნიკოლაიშვილი, გივი სულაძე, ზუკა რურუა, მიხეილ ბაღათურია, კოკა გიორგაძე, ალექსანდრე ურუშაძე, გალაქტიონ ლაითაძე, ბექა ქენქაძე, გიორგი ხვედელიანი.
მატჩებზე დასწრება გულშემატკივრებისათვის უფასო იქნება, ტურნირის განრიგი კი ასეთია.
წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი. თბილისი, საცურაო აუზი “ოლიმპიკი", 14-16 სექტემბერი
14 სექტემბერი
17:15 საბადელი (ესპანეთი) - ვიტბიჩი (ბელარუსი)
19:00 ლიგამუსი (საქართველო) - არკონია (პოლონეთი)
15 სექტემბერი
17:15 არკონია (პოლონეთი) - ვიტბიჩი (ბელარუსი)
19:00 ლიგამუსი (საქართველო) - საბადელი (ესპანეთი)
16 სექტემბერი
10:15 საბადელი (ესპანეთი) - არკონია (პოლონეთი)
12:00 ლიგამუსი (საქართველო) - ვიტბიჩი (ბელარუსი)







