ერთეულთა თანრიგის მსგავსად, ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი მაროკოს ქალაქ ფესში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის წყვილთა გათამაშებასაც გამოეთიშა. ტატიშვილი პოლონელ ურსულა რადვანსკასთან ერთად მეოთხედფინალში გახლდათ გასული, სადაც ჩეხი ტყუპი დების – კაროლინა და კრისტინა პლისკოვების დუეტთან 4:6, 3:6 წააგო. ქართველი და პოლონელი ისე უშანსოდ არ ყოფილა, როგორც ანგარიშიდან სჩანს, თუმცა, 11 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ 2 გამოიყენეს და მაროკოს დაემშვიდობნენ. ანამა და ურსულამ ფესის 220-ათასიან ტურნირზე 70 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.







