ანა ტატიშვილისა და ანაბელ მედინა გარიგესის მატჩში, რომელიც წვიმის გამო, უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს, სეტებში ანგარიში თანაბარი გახდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ თამაში მაშინ შეწყდა, როდესაც ქართველი ჩოგბურთელი ესპანელთან 5:7, 4:3 მარცხდებოდა, რამდენიმე წუთის წინ კი ანამ მე-2 სეტი 6:4 მოიგო. ტატიშვილისა და მედინა გარიგესის მატჩი საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში 220-ათასიანი ტურნირის ეგიდით ტარდება.







