სამწუხაროდ, ქართველი ქალი ჩოგბურთელებისთვის, ეს სათამაშო კვირა მეორე წრეში დასრულდა. ხუთიდან, მეორე წრეში მხოლოდ ორმა, ანა ტატიშვილმა და ნათია გეგიამ იტამაშა, თუმცა პირველმა ტრავმის გამო ნაადრევად შეწყვიტა შეხვედრა, მეორემ კი ორ სეტში დათმო.
გეგია სტამბულის 10 000$-იან ტურნირზე ასპარეზობდა. მეორე წრეში, მას მერვე ნომრად განთესილი ესპანელი ოლგა საეს ლარა შეხვდა, რომელმაც 6:3, 6:4 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირს, პირველ წრეში ანი გოგვაძე გამოეთიშა.
პალერმოს ღია პირველობის მეორე წრეში კი, ანა ტატიშვილს ასევე ესპანელი მეტოქე, მეხუთე ნომრად განთესილი კარლა სუარეს ნავარო ჰყავდა, რომელმაც პირველი წრე 6:1 მოიგო და როცა მეორეშიც ქართველის მოწოდებაზე ბრეიკს მიაღწია, ტატიშვილმა თამაში შეწყვიტა. მიზეზი მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობაა, რომლის გამოც მან, ვერც წყვილთა ბადეში თამაში შეძლო. საბოლოოდ, ტატიშვილი 6:1, 3:2 დამარცხდა.







