ჩოგბურთი

17:05 | 14.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა სამი პოზიცია დათმო

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა, რომელმაც რომის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველივე მატჩი წააგო, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში სამი პოზიცია დათმო და 873 ქულით 72-ე ადგილზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ ტატიშვილი ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრისთვის იბრძვის და ამიერიდან, ყველა განახლებულ კლასიფიკაციაში, მის მდგომარეობას განსაკუთრებით უნდა დავაკვირდეთ.
სულ, WTA-ს რეიტინგში 9 ქართველი ჩოგბურთელი ფიგურირებს: 72 (69). ანა ტატიშვილი – 873 ქულა; 201 (196). მაკა ჩახნაშვილი – 296; 276 (275). სოფო შაფათავა – 186; 405 (388). სოფო ქვაცაბაია – 92; 469 (477). ეკატერინე გორგოძე – 73; 487 (491). თათია მიქაძე – 70; 522 (493). ოქსანა კალაშნიკოვა – 61; 706 (701). ნათია გეგია – 30; 1025 (1026). ანი გოგვაძე – 10;
მიმდინარე კვირაში ქართველი ჩოგბურთელები სხვადასხვა ტურნირებზე ასპარეზობენ. იტალიურ კასერტაში 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის დაძლევა მოახერხა ოქსანა კალაშნიკოვამ. მე-12 ნომრად განთესილმა კალაშნიკოვამ იტალიელი ალესია კამპლონე 6:0, 6:2 დაამარცხა, შემდეგ კი ვენესუელელ ადრიანა პერესსაც სძლია (6:4, 7:5), რომელსაც მე-2 განთესვა გააჩნია.
ძირითად ბადეში ოქსანა ძალებს ხორვატი ანა ვრლიჩის წინააღმდეგ მოსინჯავს, ხოლო პირდაპირ მთავარ ტურნირში დაშვებული მაკა ჩახნაშვილი, რომელსაც მე-6 რეიტინგი გააჩნია, კანადელ შერონ ფიჩმანს ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი წყვილებში კალაშნიკოვასთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის რაუნდში იტალიურ-ფრანგულ (კლერიკო-ლორენდონი) დუეტს დაუპირისპირდება.
ფრანგულ სენ გოდენში 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას ცდილობდა სოფო შაფათავა. მე-8 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციაში არგენტინელი ვერონიკა საუსედო კი გაანადგურა (6:0, 6:0), თუმცა, ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელ მერვანა იუგიჩ-საკიჩთან 6:3, 5:7, 0:6 დამარცხდა.
უზბეკეთის ქალაქ ფერღანაში 25-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მე-2 ნომრად განთესილ უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ითამაშებს სოფო ქვაცაბაია. წყვილებში იგი და თურქი მელის სეზერი “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძლებს – ფოლტსსა და ოგოროდოვას გაეჯიბრებიან.
ამერიკულ ლენდისვილში 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში უკრაინელ მარია სლუპსკას 7:5, 6:4 მოუგო მაგდა ოქრუაშვილმა, რომლის მომდევნო მეტოქეც მასპინძელი ლუიზა ჩირიკო იქნება. სტამბულში, ასევე 10-ათასიან ტურნირზე თამარ ჭალაგანიძემ რუმინელ სიმონა იონესკუსთან 0:6, 2:6 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170563